არის თუ არა საქართველოში ხორბლის მარაგი
გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია წისქვილკომბინატების
წარმომადგენლებს შეხვდა.
სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყანაში
ხორბლის მარაგების პრობლემები არ არსებობს, ასევე, შეფერხება არ არის
და სტაბილურად შემოდის ფქვილი. მინისტრის განცხადებით, მიუხედავად
აღნიშნულისა, ხორბლისა და ფქვილის იმპორტის მიმართულებით ბაზრების
დივერსიფიკაცია მნიშვნელოვანი საკითხია, რაზეც წისქვილკომბინატები
მუდმივად მუშაობენ.
ხორბლისა და ფქვილის ასოციაციის თავმჯდომარის, ლევან სილაგავას
განცხადებით, ხორბლის მარაგებსა და ექსპორტს ამ ეტაპზე პრობლემები არა
აქვს, თუმცა, არსებული ვითარების გათვალისწინებით, საჭიროების
შემთხვევაში, წისქვილკომბინატებს ალტერნატიული ბაზრებიდან იმპორტის
შესაძლებლობა ექნებათ.