„სასწრაფოდ უნდა მოვითხოვოთ „ბორჯომის“ ნაციონალიზაცია სანქციების ქვეშ მყოფი ალფა-ჯგუფისგან“-გია ხუხაშვილი
„სასწრაფოდ უნდა მოვითხოვოთ „ბორჯომის“ ნაციონალიზაცია სანქციების
ქვეშ მყოფი ალფა-ჯგუფისგან,“-ამის შესახებ ექსპერტი გია ხუხაშვილი
„ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.
“როგორც იცით, ბალტიისპირეთის ქვეყნები კრძალავენ ბორჯომის,
როგორც რუსული პროდუქტის და რუსული პროპაგანდის ინსტრუმენტის
გაყიდვას. ეს პროცესი, როგორც ჩანს გაფართოვდება და მთლიანად
დასავლეთს მოიცავს.
საქართველოსთვის ეს არის უზარმაზარი პრობლემა, რადგან ბორჯომი არ არის
უბრალოდ პროდუქტი, ის გახლავთ ქართული იდენტობის განუყოფელი ნაწილი,
ჩვენი მატერიალური და თუნდაც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის
მნიშვნელოვანი ელემენტი.
შესაბამისად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან მატერიალურ და
უზარმაზარ რეპუტაციულ ზიანს, თუ ეს პროცესი ვერ შევაჩერეთ.
ამიტომ, სასწრაფოდ უნდა მოვითხოვოთ ბორჯომის ნაციონალიზაცია
სანქციების ქვეშ მყოფი ალფა-ჯგუფისგან. ამისთვის ყველა არგუმენტი და
ინსტრუმენტი გააჩნია ეკონომიკის სამინისტროს. თუ არ იციან, ჩვენ
ვასწავლით”-წერს ხუხაშვილი.
ცნობისთვის, "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ცნობით,
„აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანი“ ოფშორში, ნიდერლანდების ანტილის
კუნძულებზე, კურასაოზე არის რეგისტრირებული. კომპანიის დირექტორი
რუსეთის მოქალაქე ვლადიმირ აშუროვია. კომპანიის საბოლოო ბენეფიციარები
უცნობია. საქართველოს ფილიალის დირექტორი რუსეთის მოქალაქე მიხაილ
პროვოტოროვია. 2021 წლის ივნისამდე საქართველოს ფილიალის დირექტორიც
რუსეთის მოქალაქე მიხაილ პროვოტოროვი იყო, რომელიც საქართველოს
ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ჩაანაცვლა.