ახალი ამბები
"განა ასეთი ნატო გვინდოდა? - ყველა ადამიანი, რომელიც დღეიდან დაიღუპება, დაიღუპება თქვენს გამოც, თქვენი სისუსტის გამო, თქვენი უთანხმოების გამო,,-ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნატოს გენერალურ მდივანს პასუხობს, რომელმაც განაცხადა, რომ დღევანდელ საბჭოზე უკრაინის საჰაერო სივრცის დახურვაზე დადებითი გადაწყვეტილება არ მიიღეს.
„თქვენ უნდა გეფიქრათ ხალხზე, ადამიანებზე. თქვენ კი რაზე ფიქრობდით იმ სხდომაზე? ყველა ადამიანი, რომელიც დღეიდან დაიღუპება, დაიღუპება თქვენს გამოც, თქვენი სისუსტის გამო, თქვენი უთანხმოების გამო“ - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რაც დღეს შეძლო ალიანსმა, არის ის, რომ თავისი შესყიდვების სისტემით უკრაინისთვის 50 ტონა დიზელის საწვავი გადაეტანა.

„ალბათ იმისთვის, რომ დავწვათ ბუდაპეშტის მემორანდუმი, რათა კარგად დაიწვას. თუმცა, ის უკვე დაიწვა ჩვენთვის რუსეთის ჯარის ცეცხლში. განა ასეთი ნატო გვინდოდა? განა ასეთ ალიანსს აშენებდით? დღეს ალიანსის ხელმძღვანელობამ მწვანე შუქი აუნთო უკრაინის ქალაქებისა და სოფლების შემდგომ დაბომბვებს, როდესაც უარი თქვა ფრენის აკრძალვის ზონაზე. თქვენ შეგეძლოთ საჰაერო სივრცის დახურვა, მაგრამ, მე არ ვიცი, ვისი დაცვა შეგიძლიათ და შეგიძლიათ თუ არა საკუთარი ქვეყნების დაცვა - ალიანსის ქვეყნების“, - განაცხადა ზელენსკიმ.


ცნობისთვის, ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ინფორმაციით, ალიანსის წევრმა ქვეყნებმა განიხილეს უკრაინის თხოვნა მისი საჰაერო სივრცის ჩაკეტვასთან დაკავშირებით, თუმცა მას მხარი არ დაუჭირეს. სტოლტენბერგის განმარტებით, უკრაინის საჰაერო სივრცის ჩასაკეტად ერთადერთი გზა არსებობს - ნატოს საჰაერო ძალებმა რუსეთის თვითმფრინავები უნდა ჩამოყაროს, რაც ევროპაში სრულმასშტაბიან ომს გამოიწვევს. მისი თქმით, სწორედ ამ მიზეზით, ნატო არ გეგმავს კონფლიქტში ჩართვას არც ხმელეთზე და არც ცაში.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს
სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული
სოუსია.
13:54 / 24.11.2024
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული სოუსია.
ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო -
მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი
დასტურია,
13:34 / 24.11.2024
ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო - მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია,
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგეგმილ
მეთორმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებმადე დაგეგმილ საპროტესტო
აქციას ეხმაურება
11:28 / 24.11.2024
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგეგმილ მეთორმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებმადე დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმაურება
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე
პოლუსის“ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მონაცემებით,
09:53 / 24.11.2024
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე პოლუსის“ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მონაცემებით,
23 ნოემბერს, საქართველოს
მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს
აღნიშავს.
09:36 / 23.11.2024
23 ნოემბერს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშავს.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.