ახალი ამბები
სამცხე-ჯავახეთში აუქციონის გზით იჯარით გასაცემი საძოვრების მონაცემები ცნობილია

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ პროგრამის ფარგლებში, შერჩეული იქნა პირველ ეტაპზე აუქციონის გზით იჯარით გასაცემი საძოვრის კატეგორიის

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომელთა შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია ქვემოთ. პროგრამის ფარგლებში პირველ ეტაპზე შერჩეულ საძოვრის კატეგორიის მიწის ნაკვეთების აუქციონის გზით იჯარით გასაცემად განაცხადების მიღების დაწყების თარიღია 28 მარტი, ხოლო დასრულების - 26 აპრილი.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონი

N საკადასტრო კოდი მისამართი ფართობი ჰა. ინფორმაცია მიწის ნაკვეთზე

1. 60.13.31.069 დაბა ასპინძა, სახელმწიფო მარაგის მიწები, „რაყისი“ 175.13 

2. 60.13.31.363 ასპინძა, სახელმწიფო მარაგის მიწები, „გუმბათი“ 126.59 

3. 60.13.31.364 ასპინძა, სახელმწიფო მარაგის მიწები, „გუმბათი“ 109.21 

4. 60.13.31.108 ასპინძა, სახელმწიფო მარაგის მიწები, „გუმბათი“ 99.82 

5. 60.13.31.366 დაბა ასპინძა, სახელმწიფო მარაგის მიწები, „გუმბათი“ 61.77 

6. 60.13.31.361 ასპინძა, სახელმწიფო მარაგის მიწები, „გუმბათი“ 135.49 

7. 60.13.31.428 ასპინძა, სახელმწიფო მარაგის მიწები, „საყევარი“ 352.57 

8. 60.14.31.082 ბორჯომი, სოფელი ციხისჯვარი 451.88 

9. 64.11.01.007 ბორჯომი, ქცია-ნარიანი 51.98

10. 64.27.01.037 ბორჯომი, „მიტარბის მიმდებარედ“ 100.00 

11. 63.15.33.012 ახალქალაქი, სოფელი ბუზავეთი 107.67 

12. 65.07.31.096 ნინოწმინდა, თრიალეთის მასივი 2 22.99 

13. 65.03.31.050 ნინოწმინდა, თრიალეთის მასივი 2 23.89 

14. 65.07.31.147 ნინოწმინდა, სოფელი ფოკა 53.81 

15. 65.06.35.001 ნინოწმინდა თრიალეთის მასივი–2 62.50 

16. 65.03.31.043 ნინოწმინდა, თრიალეთის მასივი2, გარდაბნის საზაფხულო საძოვრები 88.09 

17. 65.07.31.037 ნინოწმინდა, თრიალეთის მასივი2, საგარეჯოს საზაფხულო საძოვარი 96.42

18. 65.03.31.017 ნინოწმინდა, თრიალეთის მასივი-2 96.61 

19. 65.07.31.092 ნინოწმინდა, თრიალეთის მასივი-2 (საგარეჯო), დმანისის საზაფხულო მიწები 99.40 

20. 65.01.31.033 ნინოწმინდა, აბულ-სამსარის მასივი 100.00 

21. 65.15.31.031 ნინოწმინდა, აღაბაბის მასივი, (საგარეჯო, საზაფხულო საძოვარი) 100.00 

22. 65.07.31.038 ნინოწმინდა, თრიალეთის მასივი-2, საგარეჯოს საზაფხულო საძოვარი 114.52 

23. 65.01.31.018 ნინოწმინდა, აბულ სამსარის მასივი 120.00 

24. 65.07.31.025 ნინოწმინდა,თრიალეთის მასივი 2 120.00

25. 65.02.32.017 ნინოწმინდა, სოფელი ასპარა 129.69

26. 65.03.31.012 ნინოწმინდა, თრიალეთის მასივი-2, (დეოფლისწყაროს საზაფხულო საძოვარი) 130.00 

27. 65.01.31.003 ნინოწმინდა, აბულ-სამსარის მასივი 152.00

28. 65.07.31.113 ნინოწმინდა, თრიალეთის მასივი - 2 155.37 

29. 65.07.31.099 ნინოწმინდა, თრიალეთის მასივი 2 173.62 

30. 65.01.31.019 ნინოწმინდა, აბულ სამსარის მასივი 180.00

31. 65.15.31.033 ნინოწმინდა, აღაბაბის მასივი 180.00

32. 65.07.31.010 ნინოწმინდა, თრიალეთის მასივი-2 (საგარეჯო) 190.34 

33. 65.01.31.020 ნინოწმინდა, აბულ სამსარის მასივი 200.00

34. 65.07.31.023 ნინოწმინდა, თრიალეთის მასივი2, (საგარეჯო) 200.00

35. 65.07.31.114 ნინოწმინდა, თრიალეთის მასივი - 2 203.13 

36. 65.03.31.024 ნინოწმინდა, თრიალეთის მასივი2, (ბოლნისის საზაფხულო საძოვარი) 210.00

37. 65.01.31.045 ნინოწმინდა, აბულ-სამსარის მასივი 249.77 

38. 65.07.31.022 ნინოწმინდა, თრიალეთის მასივი2, საგარეჯოს საზაფხულო საძოვარი 250.00 

39. 65.01.31.044 ნინოწმინდა, აბულ-სამსარის მასივი 250.10 

40. 65.01.31.043 ნინოწმინდა, აბულ-სამსარის მასივი 250.19 

41. 65.03.31.013 ნინოწმინდა, თრიალეთის მასივი 2 344.00 

42. 65.01.31.039 ნინოწმინდა, აბულ-სამსარის მასივი 399.00 

43. 65.16.31.030 ნინოწმინდა, თრიალეთის მასივი - 2 268.49 

44. 65.15.31.044 ნინოწმინდა, „აგაბაბა-გოიდახი”-ს მასივი 244.48 

45. 65.13.33.005 ნინოწმინდა, სოფელი კალინინო 156.26 

46. 65.07.31.028 ნინოწმინდა, თრიალეთის მასივი2, საგარეჯოს საზაფხულო საძოვარი 114.18 

47. 65.16.31.004 ნინოწმინდას, სოფელი პუჩინა. (დ. გონდურის იალაღი) 100.00

48. 65.13.36.027 ნინოწმინდა, სოფელი გორელოვკა 80.00 

49. 65.15.31.062 ნინოწმინდა, აღაბაბის მასივი 58.55 

50. 65.16.31.010 ნინოწმინდა, სოფელი კალინინო 41.94 

51. 65.16.31.037 ნინოწმინდა, სოფელი გორელოვკა 39.78 




ვის აქვს პროგრამაში მონაწილეობის უფლება?

პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვს წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მფლობელ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივსა და ამხანაგობას.

რა ფართობის საძოვარზეა შესაძლებელი განაცხადის შემოტანა?

პროგრამაში მონაწილეობის უფლების მქონე პირებს უფლება აქვთ განაცხადი შემოიტანონ მათ მფლობელობაში არსებულ წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის (კოოპერატივის შემთხვევაში მეპაიეების მფლობელობაში, ხოლო ამხანაგობის შემთხვევაში წევრების მფლობელობაში არსებული) სულადობის პროპორციული ფართის საძოვარზე, კერძოდ:
პროგრამის ფარგლებში იჯარით გასაცემი საძოვრების ზღვრული დატვირთვის ნორმები განისაზღვრება შემდეგნაირად:
• მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის ერთ სულზე - არანაკლებ 1 ჰა. და არაუმეტეს 1,5 ჰა;
• წვრილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის ერთ სულზე - არანაკლებ 0,2 ჰა. და არაუმეტეს 0,5 ჰა.
ამასთან, პრეტენდენტს უფლება აქვს, იჯარის უფლებით მიიღოს საძოვარი პროგრამით გათვალისწინებული საძოვრის ზღვრული დატვირთვის ნორმების პროპორციულად, რომელსაც გამოაკლდება მის მიერ (კოოპერატივის შემთხვევაში მეპაიეების, ხოლო ამხანაგობის შემთხვევაში წევრების მიერ) სახელმწიფოსაგან სარგებლობის უფლებით მიღებული საძოვრის ფართობი.

რა სახის დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს პრეტენდენტმა პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად?

პროგრმაში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა სსიპ - მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოში (მისამართი: ქ, თბილისი, ვაზისუბნის ქუჩა #25) მატერიალური ფორმით უნდა წარმოადგინოს შევსებული განაცხადის ფორმა (განაცხადის ფორმის შევსება ხდება ადგილზე, სააგენტოში), რომელსაც ასევე მატერიალური ფორმით თან უნდა დაერთოს შემდეგი სახის დოკუმენტები:
1. სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა -- მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობის შესახებ, გაცემული განაცხადის წარდგენამდე არაუმეტეს 15 სამუშაო დღით ადრე;
2. ვეტერინარული მოწმობა ფორმა N1 გაცემული სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განაცხადის წარდგენამდე არაუმეტეს 15 სამუშაო დღით ადრე;
3. ინფორმაცია პრეტენდენტის ან/და მის მეპაიეთა/წევრთა (კოოპერატივის შემთხვევაში მეპაიეების, ხოლო ამხანაგობის შემთხვევაში წევრების საკუთრებაში არსებული) საკუთრებაში არსებული საძოვრების შესახებ, ასევე მის ან/და მის მეპაიეთა/წევრთა სარგებლობაში არსებული სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საძოვრ(ებ)ის შესახებ შესაბამისი ამონაწერ(ებ)ით საჯარო რეესტრიდან, გაცემული განაცხადის წარდგენამდე არაუმეტეს 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღით ადრე;
4. ფიზიკური პირის შემთხვევაში - პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
5. იურიდიული პირი შემთხვევაში - განახლებული ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, ხოლო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შემთხვევაში ასევე მეპაიეთა რეესტრის ასლი;
6. ამხანაგობის შემთხვევაში:
ამხანაგობის ყველა წევრის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლები;
ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულება (დამოწმებული სანოტარო წესით);
ამხანაგობის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (დამოწმებული სანოტარო წესით).

პროგრამის ეტაპები

პროგრამაში ჩართული საძოვრის კატეგორიის მიწის ნაკვეთებიდან პრეტენდენტი შეარჩევს მისთვის სასურველ მიწის ნაკვეთ(ებ)ს, რომლის ფართობიც პროპორციული უნდა იყოს მის მფლობელობაში არსებულ წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობასთან (იხილეთ პუნქტი
რა ფართობის საძოვარზეა შესაძლებელი განაცხადის შემოტანა)

1. განაცხადების მიღებისთვის განსახღვრულ პერიოდში პრეტენდენტს სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოში შემოაქვს განაცხადი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად;
2. განაცხადის განხილვის ეტაპზე, პრეტენდენტის მიერ ამ პროგრამით განსაზღვრული მონაცემების არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, სააგენტო განაცხადის მიღებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას განაცხადზე ხარვეზის დადგენის შესახებ და პრეტენდენტს აძლევს 10 (ათი) კალენდარულ დღეს ხარვეზის აღმოსაფხვრელად. დადგენილ ვადაში პრეტენდენტის მიერ ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას განაცხადის განუხილველად დატოვების შესახებ
3. სააგენტო განაცხადის მიღებიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის ვადაში განიხილავს პრეტენდენტის მიერ წარდგენილ ინფორმაციას/დოკუმენტაციას და ადგენს მონაწილეთა სიას კონკრეტული საძოვრის მიწის ნაკვეთებზე წარდგენილი დაინტერესებების მიხედვით, ამასთან სააგენტო გაუგზავნის ინფორმაციას პრეტენდენტებს მათთვის პროგრამის მონაწილის სტატუსის მინიჭების თაობაზე, ხოლო მონაწილეთა სიას აგზავნის სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში;
4. პროგრამით განსაზღვრული საძოვრის კატეგორიის მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემის მიზნით სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ატარებს აუქციონს ვებგვერდზე www.eauction.ge;
5. შესაბამისი საძოვრის იჯარის უფლებით გაცემის მიზნით გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ მხოლოდ სსიპ - მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს მიერ შერჩეულ პროგრამის მონაწილე(ებ)ს
6. თუ სსიპ - მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს მიერ შესაბამისი საძოვრის იჯარით გაცემის მიზნით შერჩეულია მხოლოდ ერთი მონაწილე, პროგრამაში მონაწილეს საძოვარი სარგებლობის უფლებით გადაეცემა აუქციონის გარეშე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პირდაპირი გადაცემის გზით;
7. აუქციონში გამარჯვებულს საძოვარი იჯარით გადაეცემა 3 (სამი) წლის ვადით;
8. აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის ვადაში სსიპ - მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს, სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და აუქციონში გამარჯვებულ მონაწილეს შორის ფორმდება იჯარის ხელშეკრულება.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს
სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული
სოუსია.
13:54 / 24.11.2024
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული სოუსია.
ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო -
მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი
დასტურია,
13:34 / 24.11.2024
ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო - მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია,
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგეგმილ
მეთორმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებმადე დაგეგმილ საპროტესტო
აქციას ეხმაურება
11:28 / 24.11.2024
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგეგმილ მეთორმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებმადე დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმაურება
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე
პოლუსის“ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მონაცემებით,
09:53 / 24.11.2024
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე პოლუსის“ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მონაცემებით,
23 ნოემბერს, საქართველოს
მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს
აღნიშავს.
09:36 / 23.11.2024
23 ნოემბერს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშავს.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.