სომხეთი აზერბაიჯანის განცხადებას ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით დანაშაულად აფასებს
აზერბაიჯანული მხარის განცხადება,
მეწამორის ატომურ ელექტროსადგურზე დარტყმის შესაძლო განხორციელებასთან
დაკავშირებით, დანაშაულია.- ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის
სამინისტროს პრესსპიკერმა არცრუნ ოვანისიანმა განაცხადა.
"მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სომხეთის ოფიციალურ პირებს აზერბაიჯანის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმის განხორციელება არასდროს უხსენებიათ. ჩვენი დიპლომატები და პოლიტიკოსები მეწამორის ატომურ ელექტროსადგურზე დარტყმის შესაძლო განხორციელებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე მუშაოებენ. ამ სახის განცხადებები დანაშაულია,"- განაცხადა ოვანისიანმა.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის მხრიდან სომხეთის სტრატეგიულ ობიექტებზე თავდასხმის განხორციელების შემთხვევაში მათ მეწამორის ატომურ ელექტროსადგურზე საპასუხო იერიშის მიტანა შეუძლიათ.