"მნიშვნელოვანი უარყოფითი ზეგავლენა შესაძლოა, ჰქონდეს უნებართვო მშენებლობებს ბორჯომის იერსახეზე"
„სითი ინსტიტუტი საქართველომ“
ბორჯომის გენგეგმის ხედვაზე მუშაობა დაასრულა და კონცეფციაზე მუშაობას
იწყებს.
ქალაქის გენგეგმასა და განაშენიანების ხედვაზე მუშაობა 2023 წლის 16 დეკემბერს დაიწყო და დამკვეთი საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოა“.
საბოლოო დოკუმენტი კი 2025 წლის მაისში უნდა იყოს მზად, რომელიც სააგენტომ და ბორჯომის მუნიციპალიტეტმა უნდა დაამტკიცონ.
ბორჯომში, წლების განმავლობაში გამოწერილი ჯარიმების მიუხედავად, უნებართვო მშენებლობები კვლავ ხორციელდება. აღნიშნულის შესახებ ვკითხულობთ „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ ბორჯომის გენერალური და განაშენიანების ხედვის საბოლოო ვარიანტში.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ დემონტაჟის შესახებ ბრძანება უნებართვოდ აშენებულ შენობების საკმაოდ მცირე რაოდენობაზე გაიცა, თუმცა რაზეც გაიცა, მისი დემონტაჟიც არ განხორციელებულა.
„აღსანიშნავია, რომ ბორჯომში უნებართვო მშენებლობის თითქმის ყველა შემთხვევაზე მოქმედებს კანონმდებლობით დადგენილი ჯარიმა. არსებობს უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის დემონტაჟზე გაცემული ბრძანების პრეცედენტებიც.
თუ გავითვალისწინებთ, რომ წლების განმავლობაში დაწესებული ჯარიმების მიუხედავად, კვლავ ხორციელდება ქალაქში უნებართვო მშენებლობები, შესაძლოა ვიფიქროთ, რომ ეს დინამიკა არც მომდევნო წლებში შეიცვლება“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
ავტორები წერენ, რომ შესაძლოა, უნებართვო მშენებლობების დინამიკა სამომავლოდაც გაგრძელდება, რაც უარყოფითად აისახება ბორჯომის ისტორიულ-არქიტექტურულ იერსახეზე.
„იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან მცირეა დემონტაჟზე გაცემული ბრძანებების რიცხვი და თანაც ამ დრომდე არცერთი არ განხორციელებულა, სამომავლოდ, შესაძლოა გაჩნდეს საშიშროება ქალაქის ფარგლებში უნებართვოდ აშენებული შენობა-ნაგებობების რიცხვის ზრდასთან დაკავშირებით.
ამ კონკრეტულს კი შესაძლოა, სამომავლო პერსპექტივაში მნიშვნელოვანი უარყოფითი ზეგავლენა ჰქონდეს ქალაქის ისტორიული და არქიტექტურული იერსახის შენარჩუნებაზე“, - ვკითხულობთ დოკუმენტში.