ამინდი
29 ნოემბრიდან გამოიდარებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 29 ნოემბრიდან საქართველოში გამოიდარებს და ნალექი შეწყდება.

დღისით დასავლეთ საქართველოში შედარებით დათბება, აღმოსავლეთ საქართველოში კი შენარჩუნებული იქნება ცივი ამინდი.
მათივე ცნობით, თბილისში 2 დეკემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 2 დეკემბერს შესაძლოა მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება.
"სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსამდე მომიმატებს.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +10 გრადუსამდე მოიმატებს, ღამით კი -5, -8 გრადუსამდე დაეცემა.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +2, +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -9, -12 გრადუსამდე დაეცემა.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5, +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი შიდა ქართლში შესაძლოა -5, -7 გრადუსამდე დაეცეს.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 2 დეკემბრამდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 2 დეკემბერს ზოგან მცირე ნალექი და ნისლია მოსლოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი შესაძლოა -4, -6 გრადუსამდე დაეცეს.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +1, +6 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -6, -10 გრადუსამდე დაეცემა.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით -4, +1 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -8, -13 გრადუსამდე დაეცემა.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
გარემოს ეროვნული სააგენტოს
ინფორმაციით, 24 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ცივი და
ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება.
20:03 / 23.11.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება.
19 ნოემბერს საქართველოში (ძირითადად
ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, 20
ნოემბრიდან კი გამოიდარებს და დათბება.
13:13 / 19.11.2024
19 ნოემბერს საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, 20 ნოემბრიდან კი გამოიდარებს და დათბება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს
ინფორმაციით, 16 ნოემბერს, დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ
საქართველოს დასავლეთ რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში
თოვლი, ზოგან ძლიერი.
13:52 / 15.11.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16 ნოემბერს, დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი.
ქ. თბილისში უნალექო ამინდი იქნება.
ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება.
14:53 / 10.11.2024
ქ. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით,
9 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის
მომატება.
10:24 / 09.11.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.