საქართველოში თბური ტალღაა მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ
გამოქვეყნებული ამინდის მოსალოდნელი პროგნოზის თანახმად, ამ კვირაში
აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა 41◦C-ს მიაღწევს.
"მიმდინარე კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება (თბური ტალღა). ცალკეულ დღეებში, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია +37, +39◦C, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +39, +41◦C-ს მიაღწიოს. ქვეყნის მთიან რაიონებში დღის მაქსიმალური ტემპერატურა +33, +38◦C, მაღალმთაში +28, +33◦C მდე მოიმატებს", - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
სააგენტოს თანახმად, მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა "სითბური სტრესის, ტყის ხანძრებისა და მყინვარების დნობასთან დაკავშირებული პროცესების გააქტიურების ხელშემწყობ პირობებს წარმოადგენს".