საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს
ინფორმაციით, 16 - 17 ივლისს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია
წვიმა,
ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ
საქართველოს ცალკეულ რაიონებში შესაძლებელია სეტყვა. 15 ივლისის დღის
მეორე ნახევრიდან 18 ივლისის დილამდე იქროლებს დასავლეთის
მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი.
მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.
მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.