როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს
ინფორმაციით,
18 ოქტომბერს საქართველოში
შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი და ნისლიანი ამინდი.
ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +18, +23
გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. 19 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში
გამოიდარებს და დათბება, აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში ისევ
ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. 20-21 ოქტომბერს საქართველოში
მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების
ძლიერი ქარი.
ქ. თბილისში 22 ოქტომბრამდე დროგამოშვებით მოიღრუბლება და იწვიმებს. 21 ოქტომბერს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +19, +21 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.