როგორი ამინდი იქნება საქართველოში 25-26 ოქტომბერს
25-26 ოქტომბერს საქართველოში
მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში თოვლი,
შესაძლებელია ელჭექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 2-3 ბალიანი
ღელვა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა
შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი
მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების
ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.