23 აპრილამდე წვიმა, სეტყვა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს
ინფორმაციით, 20 აპრილს, დღის მეორე ნახევრიდან 23 აპრილამდე
საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა,
ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი,
სეტყვა, ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.
მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.