გარემოს დაცვა
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში SMART მონიტორინგისა და პატრულირების სისტემის დაინერგება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე რეინჯერთა პატრულირების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას აპირებს. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„დაცული ტერიტორიების მართვისა და რეინჯერთა პატრულირების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, შეიქმნა სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა, სადაც თავს მოიყრის ბიომრავალფეროვნების აღრიცხვისა და დაცულ ტერიტორიებზე კანონაღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების ერთიანი მონაცემები. დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერებს გადაეცათ SMART მოწყობილობები, სადაც ინტეგრირებულია აღნიშნული აპლიკაცია. ახალი SMART მონიტორინგისა და პატრულირების სისტემის დანერგვა უფრო მეტად ოპერატიულს და ეფექტიანს გახდის რეინჯერთა პატრულირებას და, შესაბამისად, დაცული ტერიტორიების მართვას”, - განაცხადა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ვალერიან მჭედლიძემ.

SMART მონიტორინგისა და პატრულირების სისტემის დანერგვა დაცულ ტერიტორიებზე გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) ფინანსური მხარდაჭერით, „დაცული ტერიტორიების სისტემის ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფა’’ პროექტის ფარგლებში ხორციელდება. ინიციატივის პარტნიორია ფონდი „Global Conservation”.
SMART მონიტორინგისა და პატრულირების სისტემის პილოტირება დაცულ ტერიტორიებზე 2019 წლიდან დაიწყო. რეინჯერებისთვის შესაბამისი ტრენინგები სახეობათა ცენტრის „ნაკრესი“ მხარდაჭერით ტარდება. სისტემის დანერგვა საქართველოს ყველა დაცულ ტერიტორიაზე მოხდება. ამ ეტაპზე SMART პატრულირება განხორციელდება ბორჯომ-ხარაგაულის, ლაგოდეხის, მტირალას, კინტრიშის და მაჭახელას დაცულ ტერიტორიებზე 118 რეინჯერის მიერ. აღნიშნულ პარკებს 2021 წლის ბოლომდე შეუერთდებიან თუშეთის, ყაზბეგის, ალგეთის და ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების 98 რეინჯერი. მიმდინარე წლის ბოლოსთვის დაცული ტერიტორიების 80% აღჭურვილი იქნება SMART მონიტორინგისა და პატრულირების სისტემის მოწყობილობებით.
„UNDP-ისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს საქართველოს უნიკალური ბუნების დაცვა და მართვის გაუმჯობესება, რაშიც ჩვენ აქტიურად ვეხმარებით დაცული ტერიტორიების სააგენტოს. ახალი SMART ტექნოლოგიები ხელს შეუწყობს დაცვისა და მართვის თანამედროვე სისტემების დანერგვას და, საბოლოოდ, ის უზრუნველყოფს არა მარტო უნიკალური ბუნების დაცვას, არამედ ტურიზმის განვითარებას და შემოსავლების ზრდას“, - განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა ლუიზა ვინტონმა.
აღსანიშნავია, რომ გაეროს განვითარების პროგრამის მმართველობის რეფორმის ფონდის (GRF) მხარდაჭერით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს 20-ვე ადმინისტრაციის რეინჯერებმა გაიარეს პირველადი სამედიცინო დახმარების კურსები. ყველა დაცული ტერიტორია აღიჭურვა პირველადი სამედიცინო დახმარების ყუთებით.


Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
საქართველოში მეტყევის პროფესიული
დღე 1999 წლიდან აღინიშნება. 2013 წლიდან, საქართველოს მთავრობის
ინიციატივით, სატყეო სექტორის ინსტიტუციური და საკანონმდებლო რეფორმა
დაიწყო.
11:17 / 10.10.2024
საქართველოში მეტყევის პროფესიული დღე 1999 წლიდან აღინიშნება. 2013 წლიდან, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, სატყეო სექტორის ინსტიტუციური და საკანონმდებლო რეფორმა დაიწყო.
ბორჯომში, დღის ცენტრი
17:45 / 02.08.2024
ბორჯომში, დღის ცენტრი "თებე" ახალი ინიციატივის განხორციელებას იწყებს.
რეინჯერთა მსოფლიო დღისადმი
მიძღვნილი ღონისძიება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში
გაიმართა.
16:08 / 31.07.2024
რეინჯერთა მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გაიმართა.
ეროვნული სატყეო სააგენტოს
ინიციატივით, ბორჯომში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე დასუფთავების
აქცია გაიმართა.
10:07 / 22.07.2024
ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, ბორჯომში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია გაიმართა.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს
ამერიკის შეერთებული შტატების სატყეო სამსახურისგან ბორჯომ-ხარაგაულის
ეროვნული პარკის ხანძრის მართვის გეგმა გადაეცა.
09:57 / 27.04.2024
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ამერიკის შეერთებული შტატების სატყეო სამსახურისგან ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ხანძრის მართვის გეგმა გადაეცა.
კვირის პოპულარული სიახლე
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« იანვარი 2025 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.