ტურიზმი
სამხრეთ აფრიკელი ტურ-ოპერატორები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ
ახალი ტურისტული ბაზრების ათვისების მიზნით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან ტურ-ოპერატორებს უმასპინძლა. უმსხვილესი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებისთვის საქართველოში ინფო-ტური ავიაკომპანია „თურქეთის ავიახაზების“ თანაორგანიზებით გაიმართა.

ტურის ფარგლებში სამხრეთ აფრიკელი ტურ-ოპერატორები თბილისსა და კახეთს ესტუმრნენ. ტურ-ოპერატორები გაეცნენ ტურისტულ ინფრასტრუქტურას, დაინტერესდნენ საქართველოს ღვინისა და გასტრო ტურიზმის პოტენციალით. ტურის ფარგლებში მოეწყო კულინარიული მასტერკლასი და ღვინის დეგუსტაცია.

ინფო-ტურის მონაწილეებისათვის ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პრეზენტაცია გამართა საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ.

სამხრეთ აფრიკელი ტურ-ოპერატორები B2B ფორმატის ფარგლებში ქართველ კოლეგებს შეხვდნენ, სადაც სამომავლო თანამშრომლობისა და ერთობლივი ტურების მოწყობის საკითხები განიხილეს.


Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
World Travel Awards-ზე, საქართველოს
2023 წლის წამყვანი კურორტის სტატუსი - ხუთვარსკვლავიანმა სასტუმრომ
12:11 / 01.10.2023
World Travel Awards-ზე, საქართველოს 2023 წლის წამყვანი კურორტის სტატუსი - ხუთვარსკვლავიანმა სასტუმრომ "ქრაუნ პლაზა ბორჯომმა" მოიპოვა.
საქართველოს ყველაზე პოპულარულ 5
დაცულ ტერიტორიაზე ვიზიტორთა რაოდენობამ 2019 წლის რეკორდულ
მონაცემებს 31%-ით გადააჭარბა.
17:14 / 12.08.2023
საქართველოს ყველაზე პოპულარულ 5 დაცულ ტერიტორიაზე ვიზიტორთა რაოდენობამ 2019 წლის რეკორდულ მონაცემებს 31%-ით გადააჭარბა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის
ინფორმაციით, პირველ და მეორე კვარტალში საქართველოს 2,860,117
საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების
74% აღდგენაა.
10:37 / 17.07.2023
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირველ და მეორე კვარტალში საქართველოს 2,860,117 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 74% აღდგენაა.
თბილისში მიმდინარე საერთაშორისო
ფორუმის აღმოაჩინე საქართველო m&i-სთან ერთად მონაწილეებისათვის
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ინფოტური გამართა. ფორუმის
მონაწილე 60-მდე საერთაშორისო გაყიდვების კომპანიის წარმომადგენელი
თბილისს, უფლისციხეს, ბორჯომს, მცხეთას, წინანდალს, ყვარელსა და
ლოპოტას ეწვია. ტურის მონაწილეებმა სამცხე-ჯავახეთში ჯომარდობაში
მიიღეს მონაწილეობა, კახეთში კი მარნებს ესტუმრნენ, სადაც ღვინის
დეგუსტაცია გაიმართა.

საქმიანი ტურიზმის სფეროში ევროპის უმსხვილესი კომპანიების
წარმომადგენლებმა, ტურის განმავლობაში, საქართველოში მსხვილი
ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით, ტურისტული ინფრასტრუქტურის
ინსპექტირება ჩაატარეს.

„საქართველოში მეორედ ვარ, ძალიან მომწონს თქვენი ქვეყანა, ქართველები
და ფრანგები ბევრ რამეში ერთმანეთს ჰგვანან. ქართველები ძალიან
სტუმართმოყვარე ხალხია, ეს არის ქვეყანა ღვინის ისტორიით, ძველი
ქალაქებით, ტრადიციებით. საქართველო უსაფრთხო და მწვანე ქვეყანაა,
რომელსაც ბევრი რამ შეუძლია შესთავაზოს როგორც ფრანგებს, ასევე
დანარჩენ ევროპელებს. საქმიანი ტურიზმი ტურისტული აქტივობის
გაგრძელებაა, პირველ მოგზაურობას მოჰყვება ჯგუფური ტურები, საქმიანი
შეხვედრები, ეს არის ბიზნესი, რომელიც დაკავშირებულია სასტუმრო
ქსელებთან, კვების ობიექტებთან, ავიაციასთან, რომელიც თქვენს
ქვეყანაში ვითარდება“,-აცხადებს ფორუმის მონაწილე დანიელ
ვერსაჩე.

„ძალიან მომეწონა თბილისი, როგორც ძველი ასევე თანამედროვე
არქიტექტურა, დღეს ქალაქგარეთ ვართ, სადაც ძალიან კარგი ღვინო
გავსინჯეთ, დავაგემოვნეთ ქართული კერძები. ძალიან მომწონს თქვენი
ქვეყანა“,-ამბობს ფორუმის მონაწილე მანუელა ჯორდანო.

საქმიანი ტურიზმის სფეროში მასშტაბური ფორუმი ტურიზმის ეროვნული
ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ორგანიზებით
მიმდინარეობს.

ფორუმის მიზანია საქართველოში მსხვილი საერთაშორისო კონფერენციების,
ფორუმების, კონგრესების ჩატარება.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო
ყოველწლიურად მონაწილეობს m&i forums-ის მიერ ორგანიზებულ
ღონისძიებებში ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ფორუმებში მსოფლიოს
წამყვანი საკონვენციო ბიუროების წარმომადგენლები, სფეროს ექსპერტები,
ტურისტული კომპანიები, ბიზნეს ტურიზმის სფეროში მოღვაწე
ორგანიზაციების წარმომადგენლები და ღონისძიებების დამკვეთებია არიან
წარმოდგენილები.
11:13 / 09.07.2023
თბილისში მიმდინარე საერთაშორისო ფორუმის აღმოაჩინე საქართველო m&i-სთან ერთად მონაწილეებისათვის ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ინფოტური გამართა. ფორუმის მონაწილე 60-მდე საერთაშორისო გაყიდვების კომპანიის წარმომადგენელი თბილისს, უფლისციხეს, ბორჯომს, მცხეთას, წინანდალს, ყვარელსა და ლოპოტას ეწვია. ტურის მონაწილეებმა სამცხე-ჯავახეთში ჯომარდობაში მიიღეს მონაწილეობა, კახეთში კი მარნებს ესტუმრნენ, სადაც ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.

საქმიანი ტურიზმის სფეროში ევროპის უმსხვილესი კომპანიების წარმომადგენლებმა, ტურის განმავლობაში, საქართველოში მსხვილი ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით, ტურისტული ინფრასტრუქტურის ინსპექტირება ჩაატარეს.

„საქართველოში მეორედ ვარ, ძალიან მომწონს თქვენი ქვეყანა, ქართველები და ფრანგები ბევრ რამეში ერთმანეთს ჰგვანან. ქართველები ძალიან სტუმართმოყვარე ხალხია, ეს არის ქვეყანა ღვინის ისტორიით, ძველი ქალაქებით, ტრადიციებით. საქართველო უსაფრთხო და მწვანე ქვეყანაა, რომელსაც ბევრი რამ შეუძლია შესთავაზოს როგორც ფრანგებს, ასევე დანარჩენ ევროპელებს. საქმიანი ტურიზმი ტურისტული აქტივობის გაგრძელებაა, პირველ მოგზაურობას მოჰყვება ჯგუფური ტურები, საქმიანი შეხვედრები, ეს არის ბიზნესი, რომელიც დაკავშირებულია სასტუმრო ქსელებთან, კვების ობიექტებთან, ავიაციასთან, რომელიც თქვენს ქვეყანაში ვითარდება“
,-აცხადებს ფორუმის მონაწილე დანიელ ვერსაჩე.

„ძალიან მომეწონა თბილისი, როგორც ძველი ასევე თანამედროვე არქიტექტურა, დღეს ქალაქგარეთ ვართ, სადაც ძალიან კარგი ღვინო გავსინჯეთ, დავაგემოვნეთ ქართული კერძები. ძალიან მომწონს თქვენი ქვეყანა“,-ამბობს ფორუმის მონაწილე მანუელა ჯორდანო.

საქმიანი ტურიზმის სფეროში მასშტაბური ფორუმი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ორგანიზებით მიმდინარეობს.

ფორუმის მიზანია საქართველოში მსხვილი საერთაშორისო კონფერენციების, ფორუმების, კონგრესების ჩატარება.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო ყოველწლიურად მონაწილეობს m&i forums-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ფორუმებში მსოფლიოს წამყვანი საკონვენციო ბიუროების წარმომადგენლები, სფეროს ექსპერტები, ტურისტული კომპანიები, ბიზნეს ტურიზმის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების წარმომადგენლები და ღონისძიებების დამკვეთებია არიან წარმოდგენილები.



შიდა ტურიზმის ხელშეწყობის და
მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით საქართველოს ტურიზმის
ეროვნული ადმინისტრაცია ტრენინგებს აგრძელებს.
10:24 / 04.06.2023
შიდა ტურიზმის ხელშეწყობის და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტრენინგებს აგრძელებს.
ინტერაქტივი
დაზიანებული ატრაქციონები, ჩამსხვრეული ლამპიონები, გატეხილი სკამები და მოშლილი ინფრასტრუქტურა - ასეთია ვანდალიზმის შემთხვევების შედეგები ბორჯომში.
პანდემიის დროს მთელს მსოფლიოში მნიშვნელოვნად შემცირდა ბავშვთა რუტინული იმუნიზაციის მაჩვენებლები.
დღის ამბები
30 წელი სოხუმის დაცემიდან-ბორჯომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს;
ცვლილებები ბიუჯეტში, ქუჩების დამისამართება და სამსახურების ანგარიშები - ბორჯომის საკრებულომ მორიგი სხდომა გამართა;
«« ოქტომბერი 2023 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.