ტურიზმი
საქართველოში უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა 2020 წელს 81,3%-ით შემცირდა
2020 წელს საქართველოში 1 759 308 უცხოელი ვიზიტორი იმყოფებოდა, რაც 2019 წელთან შედარებით, 81,3%-იან კლებას ნიშნავს. 2019 წელს ვიზიტორების რაოდენობა თითქმის 10 მილიონი იყო. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, პანდემიის მიუხედავად საქართველოსთან კავშირი შეინარჩუნეს მეზობელმა ქვეყნებმა - ყველაზე ხშირად თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და რუსეთიდან შემოდიოდნენ. ამ ოთხი ქვეყნიდან ვიზიტორების ჯამური რაოდენობა მილიონს აჭარბებს. წინა წელს თითოეული ამ ქვეყნიდან საქართველოს მილიონზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა.

ვიზიტორების უმეტესობა (1 219 840 ადამიანი) საქართველოში სახმელეთო საზღვრის კვეთის შედეგად მოხვდა, საჰაერო საზღვრის კვეთით მხოლოდ 269 535 ადამიანი შემოვიდა. 85,4 %-ით არის შემცირებული ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსული პირების რაოდენობა, რომელმაც 2020 წელს მხოლოდ 70 738 შეადგინა. ევროპის ქვეყნებიდან საქართველოში ყველაზე მეტი ადამიანი პოლონეთიდან და გერმანიიდან ჩამოვიდა.

საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის მონაცემები უცხოელი ვიზიტორების შესახებ, რომელიც თავის მხრივ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკას ეყრდნობა, უცხოელ ვიზიტორებად ტურისტების და საქმიანი ვიზიტებით ჩამოსული მოქალაქეების გარდა მოიცავს სატვირთო ავტომობილების მძღოლებსაც, რომლებიც საქართველოს საზღვარს საერთაშორისო გადაზიდვებისთვის კვეთენ. ნახევარ მილიონზე მეტი, საქართველოში 2020 წელს შემოსული უცხოელი ვიზიტორებიდან, ერთდღიანი ვიზიტით ან არატურისტული მიზნით იმყოფებოდა.

Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით
Fashpack-ის საერთაშორისო პლატფორმაზე საქართველო ტოპ 10-ში მოხვდა.
10:34 / 28.11.2024
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით Fashpack-ის საერთაშორისო პლატფორმაზე საქართველო ტოპ 10-ში მოხვდა.
,,თუ დასავლეთის სტრუქტურებში
ინტეგრირებას საფრთხე დაემუქრა და თუ ამას მოჰყვა ვიზალიბერალიზაციის
შეზღუდვა, საქართველო გახდება არასანდო პარტნიორი დასავლეთისთვის,“ -
ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისასა გიდმა ალექსანდრე
გიორგიძემ განაცხადა.
13:17 / 09.11.2024
,,თუ დასავლეთის სტრუქტურებში ინტეგრირებას საფრთხე დაემუქრა და თუ ამას მოჰყვა ვიზალიბერალიზაციის შეზღუდვა, საქართველო გახდება არასანდო პარტნიორი დასავლეთისთვის,“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისასა გიდმა ალექსანდრე გიორგიძემ განაცხადა.
ევროპის ზამთრის ახალგაზრდული
ოლიმპიური ფესტივალისთვის, რომელსაც საქართველო 2025 წლის თებერვალში
უმასპინძლებს, დაბა ბაკურიანში ბიატლონისა და თხილამურებით რბოლის
(Cross Country) მოედანი და 3 კმ სიგრძის ტრასა ეწყობა.
14:08 / 10.08.2024
ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის, რომელსაც საქართველო 2025 წლის თებერვალში უმასპინძლებს, დაბა ბაკურიანში ბიატლონისა და თხილამურებით რბოლის (Cross Country) მოედანი და 3 კმ სიგრძის ტრასა ეწყობა.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს
ორგანიზებით, სამეგრელოში, ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და მარტვილის
მუნიციპალიტეტებში, ახალი დაცული ტერიტორიების შექმნასთან
დაკავშირებით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან სამუშაო
შეხვედრები გაიმართა.
12:29 / 10.08.2024
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, სამეგრელოში, ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში, ახალი დაცული ტერიტორიების შექმნასთან დაკავშირებით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გაიმართა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის
მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში საქართველოში 3 021
067
13:15 / 15.07.2024
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში საქართველოში 3 021 067
კვირის პოპულარული სიახლე
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« იანვარი 2025 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.