ტურიზმი
მიღებულია გადაწყვეტილებები, რომელთა შესრულება მწვანე ზონებად განსაზღვრული ტურისტული ლოკაციებისთვის სავალდებულოა
პრემიერ-მინისტრმა ტურიზმის ამოქმედებისთვის აუცილებელ დეტალებზე სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე უსაფრთხო დერეფნებსა და ფრენების აღდგენაზე პარტნიორებთან მიმდინარე მოლაპარაკებები განიხილეს.
"კრიზისი, როგორც შესაძლებლობა პანდემიით ყველაზე დაზარალებული სექტორის - ტურიზმის ამოქმედებისთვის, ასევე უსაფრთხო დერეფნებსა და საერთაშორისო ფრენების აღდგენაზე პარტნიორებთან მიმდინარე მოლაპარაკებები იყო განხილვის მთავარი თემები სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. აღინიშნა, რომ უსაფრთხო დერეფნების შექმნაზე მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია ისრაელთან, ავსტრიასთან, ჩეხეთთან, უნგრეთთან, პოლონეთთან, ბალტიის ქვეყნებთან.

დღევანდელი მონაცემებით, 20-ზე მეტმა საერთაშორისო ავიაკომპანიამ უკვე გამოთქვა ინტერესი და მზადყოფნა, საქართველოში ფრენა 1-ლი ივლისიდან, ეტაპობრივად აღადგინოს. შეხვედრაზე განიხილეს ის ტექნიკური დეტალები და სტანდარტები, რომელთა დაცვა სავალდებულოა როგორც აეროპორტების, ისე ავიაკომპანიებისა და ტურიზმის სექტორში მოქმედი ყველა სუბიექტის მხრიდან. ამასთანავე, მიღებულია კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომელთა შესრულება სავალდებულო იქნება ე.წ მწვანე ზონებად განსაზღვრული ტურისტული ლოკაციებისთვის.

აღნიშნული სტანდარტები კერძო სექტორს მომავალ კვირას წარედგინება. პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მსოფლიო კრიზისის შესაძლებლობად ქცევის მნიშვნელობას საქართველოს ეკონომიკისთვის, რაც ქვეყანას საშუალებას მისცემს, იყოს უფრო ეფექტური და წარმატებული გლობალურ კონკურენციაში. მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ ამის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითია ტურიზმი და საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს ტურიზმის გახსნას, ამუშავებას და საერთაშორისო ვიზიტორების მიღებას ისე, რომ მაქსიმალურად გაუფრთხილდეს როგორც საკუთარი მოქალაქეების, ისე სტუმრების ჯანმრთელობას და უზრუნველყოს უსაფრთხოების იმ წესების ზედმიწევნით დაცვა, რომლებიც მსოფლიო მასშტაბის პანდემიის ფონზე კრიტიკულად მნიშვნელოვანია", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრჩელებულ ინფორმაციაში.

ბორჯომი COVID-19-გან უსაფრთხო ტურისტულ ზონებში მოაიაზრება

მთავრობა ბაკურიანის კორონავირუსისგან უსაფრთხო ზონად გამოცხადებას განიხილავს

Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით
Fashpack-ის საერთაშორისო პლატფორმაზე საქართველო ტოპ 10-ში მოხვდა.
10:34 / 28.11.2024
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით Fashpack-ის საერთაშორისო პლატფორმაზე საქართველო ტოპ 10-ში მოხვდა.
,,თუ დასავლეთის სტრუქტურებში
ინტეგრირებას საფრთხე დაემუქრა და თუ ამას მოჰყვა ვიზალიბერალიზაციის
შეზღუდვა, საქართველო გახდება არასანდო პარტნიორი დასავლეთისთვის,“ -
ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისასა გიდმა ალექსანდრე
გიორგიძემ განაცხადა.
13:17 / 09.11.2024
,,თუ დასავლეთის სტრუქტურებში ინტეგრირებას საფრთხე დაემუქრა და თუ ამას მოჰყვა ვიზალიბერალიზაციის შეზღუდვა, საქართველო გახდება არასანდო პარტნიორი დასავლეთისთვის,“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისასა გიდმა ალექსანდრე გიორგიძემ განაცხადა.
ევროპის ზამთრის ახალგაზრდული
ოლიმპიური ფესტივალისთვის, რომელსაც საქართველო 2025 წლის თებერვალში
უმასპინძლებს, დაბა ბაკურიანში ბიატლონისა და თხილამურებით რბოლის
(Cross Country) მოედანი და 3 კმ სიგრძის ტრასა ეწყობა.
14:08 / 10.08.2024
ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის, რომელსაც საქართველო 2025 წლის თებერვალში უმასპინძლებს, დაბა ბაკურიანში ბიატლონისა და თხილამურებით რბოლის (Cross Country) მოედანი და 3 კმ სიგრძის ტრასა ეწყობა.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს
ორგანიზებით, სამეგრელოში, ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და მარტვილის
მუნიციპალიტეტებში, ახალი დაცული ტერიტორიების შექმნასთან
დაკავშირებით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან სამუშაო
შეხვედრები გაიმართა.
12:29 / 10.08.2024
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, სამეგრელოში, ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში, ახალი დაცული ტერიტორიების შექმნასთან დაკავშირებით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გაიმართა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის
მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში საქართველოში 3 021
067
13:15 / 15.07.2024
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში საქართველოში 3 021 067
კვირის პოპულარული სიახლე
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« იანვარი 2025 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.