"არჩევნები შედგა" - ცესკოს პრესსპიკერი
ცენტრალური საარჩევნო კომისიის
პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 11:30
საათის მონაცემებით, პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა კოლეგიის
170-მა წევრმა მიიღო.
მისი თქმით, არჩევნები შედგა, რადგან მასში მონაწილეობა კოლეგიის
სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტმა მიიღო.
"11:30 საათის მონაცემებით, პროცესში მონაწილეობა 170
კოლეგიის წევრს ჰქონდა მიღებული. შესაბამისად, არჩევნები ჩაითვალა
ჩატარებულად, არჩევნები შედგა, რადგან მასში მონაწილეობა უკვე მიიღო
საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტმა“, —
განაცხადა იოსელიანმა.
პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევნების ჩასატარებლად საკმარისია
საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის უმრავლესობის - მინიმუმ 151
წევრის დასწრება. პრეზიდენტის ასარჩევად კოლეგიის სრული შემადგენლობის
2/3-ის - სულ მცირე 200 წევრის ხმაა საკმარისი. პრეზიდენტის
არაპირდაპირი წესით არჩევას პარლამენტი ცესკოს მეშვეობით
უზრუნველყოფს.