ცესკოს ცნობით, „ოცნებამ“ ყველაზე ცუდი შედეგი თბილისში, ყველაზე კარგი - სამცხე-ჯავახეთსა და საჩხერეში აჩვენა
ცესკოს მიერ უბნების 72%-ის დათვლის
შემდეგ, საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ 53%-ით
ლიდერობს.
„ქართულმა ოცნებამ“ ხმათა უმრავლესობა დააგროვა თითქმის ყველა ოლქში,
გარდა თბილისის, რუსთავის, ქუთაისის, ბათუმისა და წალენჯიხისა.
მმართველი პარტიის მიერ დედაქალაქში მიღებული ხმები შემდეგნაირად
ნაწილდება:
მთაწმინდა — 41.512% (14696 ხმა)
ვაკე — 38.003% (28983 ხმა)
საბურთალო — 39.758% (38110 ხმა)
კრწანისი — 48.831% (11002 ხმა)
ისანი — 45.298% (28767 ხმა)
სამგორი — 44.924% (37004 ხმა)
ჩუღურეთი — 44.105% (17936 ხმა)
დიდუბე — 42.076% (17234 ხმა)
ნაძალადევი — 42.571% (33952 ხმა)
გლდანი — 40.46% (34547 ხმა)
საუკეთესო შედეგი „ქართულმა ოცნებამ“ აჩვენა:
ახალქალაქში 88.933% (11749 ხმა)
ნინოწმინდა 89.771% (7802 ხმა)
საჩხერეში 84.375% (20941 ხმა)
ბოლნისში — 80.711% (18390 ხმა)
მარნეულში — 79.545% (19424 ხმა)
დმანისში — 76.434% (6824 ხმა)
ცესკო-ს ბოლო მონაცემებით, ამომრჩეველთა საერთო აქტივობა იყო 58,94%.
არჩევნებში მონაწილეობა სულ 2 060 412-მა ადამიანმა მიიღო.