საზღვარგარეთ გახსნილი 52 უბნის შედეგების მიხედვით, ხმების 29.076%-ით „კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერობს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის
წინასწარი მონაცემებით, საზღვარგარეთ გახსნილი 52 უბნის შედეგების
მიხედვით, ხმების 29.076%-ით (5489 ხმა) „კოალიცია ცვლილებისთვის -
გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ ლიდერობს.
მეორე ადგილზეა „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობა“, რომელმაც ხმების
20.839% (3934 ხმა) მიიღო.
“ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ შედეგია 17.735% (3348
ხმა).
„ძლიერი საქართველოს - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ 14.053%
(2653 ხმა) აქვს მიღებული.
პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ ხმების 8.449% (1595 ხმა)
მოიპოვა.
ცნობისთვის, საზღვარგარეთ 42 ქვეყნის 53 ქალაქში შექმნილია 67
საარჩევნო უბანი.