მე ხმა მივეცი ახალ საქართველოს – პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე
ზურაბიშვილმა საკუთარი პოლიტიკური არჩევანი დააფიქსირა. მან ხმა 67-ე
საჯარო სკოლაში განთავსებულ საარჩევნო უბანზე მისცა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, მან ხმა მისცა ახალ
საქართველოს.
„მთელს საქართველოს მინდა მივულოცო დღევანდელი დღე, რომელიც
არის დღე ბედნიერი. მე ხმა მივეცი არა ვის, არამედ რას, ამჯერად. ხმა
მივეცი ახალ საქართველოს, იმ საქართველოს, რომლის გულისთვისაც ამ
ქვეყანაში 22 წლის წინ ჩამოვედი, რომელზეც ჩემი წინაპრები
ლოცულობდნენ. მე მივეცი ხმა იმ საქართველოს, რომელზეც, დარწმუნებული
ვარ, ლოცულობს მთელი საქართველო. საღამოს ჩვენ ვიქნებით ყველანი
გამარჯვებულები. დამარცხებული არავინ იქნება, იმიტომ, რომ გაიმარჯვებს
საქართველო!“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.