ახალი ამბები
ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოში არჩევნების გამო ე.წ. ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღეს
საქართველოში საპარლამენტო არჩევნების გამო დაიკეტება ე.წ. გამშვები პუნქტები „რაზდახანი“ და „პერევი“. გადაწყვეტილება მიიღეს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. უშიშროების საბჭოს ოპერატიული თათბირზე, რომელსაც ე.წ. პრეზიდენტი ალან გაგლოევი ხელმძღვანელობდა.

დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურში განმარტეს, რომ „საზღვარი დაიკეტება სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს პროდასავლური და რადიკალური ნაციონალური ძალების მხრიდან შესაძლო პროვოკაციების გამოსარიცხად“.

გაგლოევმა თათბირზე განაცხადა, რომ „დასავლეთის ქვეყნების სპეცსამსახურები და საელჩოები უკვე ღიად აკეთებენ და გააკეთებენ ყველაფერ შესაძლებელს, რათა საქართველოში არჩევნების დროს ვითარება კონტროლიდან გამოიყვანონ“.


„26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება და მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით, მათ შორის ღია წყაროებიდან, ჩვენ ვხედავთ, რომ ვითარება გართულდება“, - დაამატა მან.

ახალგორისა და ჯავის რაიონების მცხოვრებლებს ე.წ. საზღვრის კვეთა ყოველი თვის 20-დან 30 რიცხვამდე შეეძლოთ.
Print E-mail
FaceBook Twitter
კვირის პოპულარული სიახლე
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.