ახალი ამბები
ბორჯომში იმიტირებულ კენჭისყრაში 1583 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა
საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს ქვეყნის მასშტაბით 598 საარჩევნო უბანზე იმიტირებულ არჩევნები ჩაატარა, მათ შორის N 36 ბორჯომის საარჩევნო ოლქის ოთხ საარჩევნო უბანზე, კერძოდ: N3 ქალაქის, N6 ახალი უბნის, N20 ყვიბისის, N9 ახალდაბის საარჩევნო უბნებზე.

იმიტირებულ არჩევნებში მონაწილეობა ნებისმიერ ამომრჩეველს შეეძლო. იმიტირებული კენჭისყრა 11 საათზე დაიწყო და 18:00 საათზე დასრულდა. სულ, ბორჯომის მასშტაბით იმიტირებულ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 1583 ამომრჩეველმა.








ამომრჩევლები პირადად გაეცნენ ხმის მთვლელი აპარატების მუშაობას. საარჩევნო მოხელეები დაინტერესებულ პირებს უხსნიდნენ რეგისტრაციის პროცედურას, ასევე ხმის მიცემის შემდგომ პროცედურებს: რეგისტრატორის მაგიდასთან ბიულეტენზე საცდელი წრის გაფერადება, ფარული კენჭისყრის კაბინაში ბიულეტენზე წრის გაფერადება, ფარულობის უზრუნველყოფის მიზნით ჩარჩო-კონვერტში ბიულეტენის მოთავსება, ხმის მთვლელ აპარატში (ყუთში) ბიულეტენის მოთავსება.


„საქართველოში განხორციელებული საარჩევნო რეფორმის შედეგად პარლამენტის მორიგი და ყველა შემდგომი არჩევნები საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება. 26 ოქტომბერს ამომრჩეველთა თითქმის 90% საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. შესაბამისად, ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და განათლება საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტმა ამომრჩეველმა მიიღოს მონაწილეობა კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში. აქვე აღვნიშნავთ, რომ საარჩევნო ტექნოლოგიების დემონსტრირება ეტაპობრივად იმართება ქვეყნის მასშტაბით ხალხმრავალ ადგილებში, საჯარო და კერძო სტრუქტურებში. ამ დროისათვის ინფორმირებულია ნახევარ მილიონზე მეტი ამომრჩეველი“ - განაცხადა ბორჯომის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ რაზმაძემ.

Print E-mail
FaceBook Twitter
კვირის პოპულარული სიახლე
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.