ახალი ამბები
„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონული ღონისძიება სამცხე-ჯავახეთში მიმდინარეობს
„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონული ღონისძიება ამ წუთებში ახალციხეში მიმდინარეობს. ახალციხეშია, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და პარტიის სხვა ლიდერები. შეხვედრა მამუკა მდინარაძემ გახსნა.

"აქ მცხოვრებმა ქართველებმა, ეთნიკურმა მოსახლეობამ ზუსტად იციან რომ მათ სამშობლოს ვერავინ წაართმევს. ბოლო წლებია პირველ ადგილზე ვართ ეკონომიკური მაჩვენებლით ევროპაში. ადვილი წარმოსადგენი არ იყო რომ ასეთი შედეგები იქნებოდა ომით გარშემორტყმულ ქვეყანაში" - განაცხადა მდინარაძემ გამოსვლისას.

მოსახლეობას მიმართა ირაკლი ღარიბაშვილმაც. მათ გააკრიტიკეს ოპოზიციური პარტიების ლიდერები და წინა ხელისუფლების პერიოდიც გაიხსენეს.

ღონისძიების გამო, ქალაქის ცენტრალური ქუჩები პარალიზებულია. ქალაქის მთელს პერიმეტრზე გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები, რის გამოც სამართალდამცველების უპრეცედენტო მობილიზებაა. პარტიულ ღონისძიებას ესწრებიან როგორც რიგითი მოქალაქეები, ისე საჯარო სამსახურებში დასაქმებული პირები. რეგიონის მასშტაბით მათი მობილიზება და ახალციხეში ჩაყვანა მოხდა სამარშუტო ტაქსებით.


Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.