ადგილობრივი თვითმმართველობის
არჩევნებამდე თითქმის 2 თვეა დარჩენილი. ამ დროისთვის, ბორჯომში
ოფიციალურად მერობის მხოლოდ ერთი კანდიდატია დასახელებული. მმართველი
პარტიიდან ბორჯომის მერობისთვის ოთარ არბოლიშვილი იბრძოლებს, რომელიც
2018 წლიდან საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატია წაღვერის თემში.