არჩევნების მეორე ტური 64-დან 20 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს
მერის არჩევნების მეორე ტური 64-დან
20 მუნიციპალიტეტში გაიმართება
5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტში და 24 საარჩევნო ოლქში
მუნიციპალიტეტის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობას. მოქალაქეები 20
მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ.
შესაბამისმა საოლქო საარჩევნო კომისიებმა უკვე დაიწყეს მზადება
არჩევნების მეორე ტურისთვის; მეორე ტურზე ამომრჩევლებს მოემსახურება
1830 საარჩევნო უბანი, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 8 უბანი;
ასევე შექმნილია სპეციალური უბნები სტაციონარულ სამკურნალო
დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი
ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. 2 ოქტომბრის
მსგავსად, 30 ოქტომბერს სრულად დაცული იქნება კოვიდ რეგულაციები.
არჩევნების მეორე ტური ხუთივე თვითმმართველ ქალაქში ჩატარდება :
ქუთაისი - ხატია დეკანოიძე(5) და იოსებ ხახალეიშვილი(41);
რუსთავი - დავით კირკიტაძე(5) და ნინო ლაცაბიძე(41);
ფოთი - გიორგი უგულავა(5) და ბექა ვაჭარაძე(41);
ბათუმი - გიორგი კირთაძე(5) და არჩილ ჩიქოვანი(41).
თბილისი - ნიკანორ მელია(5) და კახა კალაძე(41);
არჩევნების მეორე ტური არ გაიმართება ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სადაც
პირველ ტურში ყველა ოლქში თუ ქალაქში გამოვლინდა
გამარჯვებული.