არჩევნები 2021
არჩევნების მეორე ტური 20 თვითმმართველ ქალაქსა და თემში გაიმართება
ცესკოს პრესსპიკერის ნათია იოსელიანის განცხადებით, საოლქო საარჩევნო კომისიებმა 2 ოქტომბრის არჩევნები კანონიერ ძალაში შესული საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების და ყველა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებებით შეაჯამეს.

ამის შესახებ იოსელიანმა ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ არჩევნების მეორე ტური 20 თვითმმართველ ქალაქსა და თემში და 42 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გაიმართება. კანონმდებლობის შესაბამისად, მეორე ტურის ჩატარების თარიღად 30 ოქტომბერი განისაზღვრა. 

„თვითმმართველი ქალაქის, თვითმმართველი თემის მერის და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოს არჩევნების მეორე ტური 20 თვითმმართველ ქალაქსა და თემში და 42 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გაიმართება. მაჟორიტარული სისტემით ჩასატარებელი არჩევნების მეორე ტურში გადავიდნენ შემდეგი საარჩევნო სუბიექტები - „ვადამდელი არჩევნები - ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“, „ევროპელი სოციალისტები“, „გახარია-საქართველოსთვის“, „თავისუფალი საქართველო“, „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, „ზურაბ - გირჩი ჯაფარიძე“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და ერთი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი დამოუკიდებელი კანდიდატი. ხოლო მერის არჩევნების მეორე ტურში კანდიდატების წარდგენის უფლება აქვთ შემდეგ საარჩევნო სუბიექტებს-„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „გახარია-საქართველოსთვის“, „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ და ერთი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი დამოუკიდებელი კანდიდატი.

მეორე ტურის დანიშვნის შესახებ შესაბამის გადაწყვეტილებას ცენტრალური საარჩევნო კომისია დღეს დადგენილ სხდომაზე მიიღებს. მეორე ტური კანონმდებლობის შესაბამისად 30 ოქტომბერს გაიმართება“,
- განაცხადა ნათია იოსელიანმა.
Print E-mail
FaceBook Twitter
კვირის პოპულარული სიახლე
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.