არჩევნები 2021
ვინ გაიმარჯვა და ვინ დამარცხდა - 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგები ბორჯომში

თვითმმართველობის არჩევნები დასრულებულია, ბორჯომის საარჩევნო ოლქში ხმები ყველა, ოცდათერთმეტივე უბანზე დათვლილია.


მუნიციპალიტეტში დიდი უპირატესობით მოიპოვა გამარჯვება „ქართულმა ოცნებამ“.

2 ოქტომბრის არჩევნებში, ბორჯომის მერის სავარძლის დასაკავებლად 2 კანდიდატი იბრძოდა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ - გივი ჯოლბორდი და "ქართული ოცნებიდან" ოთარ არბოლიშვილი.

ბორჯომის არჩეული მერი, მომდევნო 4 წლის განმავლობაში ოთარ არბოლიშვილი იქნება.





ამომრჩევლის მხარდაჭერა მერობის კანდიდატებს შორის ასე გადანაწილდა:

გივი ჯოლბორდი 31,58 % (4290 ხმა)

ოთარ არბოლიშვილი 68,42 % (9295 ხმა)



ქალაქს მომდევნო 4 წლის განმავლობაში, 2 მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლება ბორჯომის საკრებულოში. დეპუტატის მანდატის მოპოვებას სხვადასხვა პარტიიდან 10 კანდიდატი ცდილობდა.


N 1 მაჟორიტარული ოლქი:

N 5 „ნაციონალური მოძრაობა“ ლიანა ხაჩიძე - 25,32% (594 ხმა)

N 8 „პატრიოტთა ალიანსი“ ტატიანა მარტინენკო - 5,84 % (137 ხმა)

N 9 „ლელო“ იზოლდა ლომიძე - 4,9% (115 ხმა)

N 41 „ქართული ოცნება“ მერაბ იობაშვილი - 59,29 % (1391 ხმა)

N 49 „რეფორმატორები“ გივი გოგოლაძე - 4,65 % (109 ხმა)


N 2 მაჟორიტარული ოლქი:


N 5 „ნაციონალური მოძრაობა“ გიორგი გვირჯიშვილი - 24,36% (835ხმა)

N 8 „პატრიოტთა ალიანსი“ გურამ მიქელაძე - 5,4 % (185 ხმა)

N 9 „ლელო“ ელდარ გელაშვილი - 8,75 % (300 ხმა)

N 41 „ქართული ოცნება“ ნიკოლოზ კიკნაძე - 59,71 % (2047 ხმა)

N 49 „რეფორმატორები“ ვალერი გრიგალაშვილი -1,78 % (61 ხმა)


ხმათა უმრავლესობით ქალაქის ორივე მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს. ნიკოლოზ კიკნაძე და მერაბ იობაშვილი ბორჯომის საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატის მანდატით მომდევნო 4 წლის განმავლობაში ისარგებლებენ.





„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა გაიმარჯვეს თერთმეტიდან ათ მაჟორიტარულ ოლქში.

ერთადერთი ციხისჯვრის ოლქი აღმოჩნდა, სადაც „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს ედუარდ ამბარცუმიანს, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ამირან არუთინოვმა მოუგო.


საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები გახდნენ:

დაბა ბაკურიანი - დავით თედიაშვილი „ქართული ოცნება“ 56,04 % (654 ხმა)

ციხისჯვარი - ამირან არუთინოვი „ნაციონალური მოძრაობა“ 52,34 % (134 ხმა)

დაბა წაღვერი - კახაბერ თედიაშვილი „ქართული ოცნება“ 51,83 % (511 ხმა)

დვირი - ელიზავეტა კუჭუხიძე „ქართული ოცნება“ 71,97 % (760 ხმა)

ყვიბისი - ივანე გელაშვილი „ქართული ოცნება“ 53,12 % (834 ხმა)

ტაბაწყური - ანდრუშ ირიციანი „ქართული ოცნება“ 84,13 % (424 ხმა)

ტბა - მამუკა ლურსმანაშვილი „ქართული ოცნება“ 70,22 % (408 ხმა)

ტაძრისი - ვიოლეტა ბალახაშვილი „ქართული ოცნება“ 65,23% (604 ხმა)

დაბა ახალდაბა - ზურაბ ბლიაძე „ქართული ოცნება“ 56,18 % (482 ხმა)


ახალი, 2021 წლის მოწვევის საკრებულოში სულ 33 დეპუტატი იქნება. (28 დეპუტატი იყო 2017 წელს არჩეულ საკრებულოში).

33 წევრიანი საკრებულო 11 მაჟორიტარით და 22 პროპორციული სიის წარმომადგენლით დაკომპლექტდება. სავარაუდოდ ახლადარჩეული საკრებულო 4-5 პარტიის წარმომადგენლებით დაკომპლექტდება.





თვითმმართველობის არჩევნებში ბორჯომში სულ 14 პოლიტიკური პარტია დარეგისტრირდა. მათ შორის ამომრჩევლის ხმები ასე გადანაწილდა:


N 1 ”მესამე ძალა” - 1,26% (177 ხმა)

N 2 ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისათვის” – 2,02% (284 ხმა)

N 3 “ვადამდელი არჩევნები - ერთიანი საქართველო -დემოკრატიული მოძრაობა”
– 1,01% (142 ხმა)

N 5 ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
– 24.15 % (3393 ხმა)

N 6 ”ევროპელი დემოკრატები”
– 0.97% (136 ხმა)

N 8 „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილისაქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ –4,19 % (588 ხმა)

N 9 “ლელო„ – 2,58 % (362 ხმა)

N 10 „შალვა ნათელაშვილი- საქართველოს ლეიბორისტული პარტია“
– 1.67% (235 ხმა)

N 12 “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება კანონი და სამართალი“ - 0.43% ( 60 ხმა)

N 25 „გახარია - საქართველოსთვის“
– 3.76% (528 ხმა)

N 36 “გირჩი“ – 1.16% (163 ხმა)

N 37 „თავისუფალი საქართველო(ზაზა ხატიაშვილი,კახა კუკავა, გრიგოლ ჯოჯუა)“ – 0.16% (23 ხმა)

N 41 „ქართული ოცნება - დემკრატიული საქართველო“
– 55.98 % (7864ხმა)

N 49 „რეფორმატორები“
- 0.67% (94 ხმა)


სტატიაში გამოყენებულია ცესკოს წინასწარი შედეგები. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით მეორე ტური ბორჯომში არცერთ მაჟორიტარულ ოლქში არ ჩატარდება.




Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.