2 ოქტომბერს დამკვირვებლებს, საარჩევნო სუბიექტებისა და მედიის წარმომადგენლებს კოვიდ ტესტირება ჩაუტარდებათ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო
კომისიის ინფორმაციით, არჩევნების დღეს ცენტრალურ საარჩევნო
კომისიაში (ცესკო)
და საოლქო საარჩევნო
კომისიებში შესვლისას საერთაშორისო და ადგილობრივ
დამკვირვებლებს, საარჩევნო სუბიექტებისა და მედიის
წარმომადგენლებს „კოვიდ-19“ ანტიგენის სწრაფი ტესტით
ტესტირება ჩაუტარდებათ.
ტესტირება 2 ოქტომბრის დილის 08:00 საათიდან 3 ოქტომბრის დილის 06:00
საათამდე იქნება უზრუნველყოფილი როგორც ცესკოში, ისე ყველა საოლქო
საარჩევნო კომისიაში.
გარდა ამისა სწრაფი ტესტირება ასევე იგეგმება ე.წ. ხმის გადათვლის
ცენტრებშიც.
2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში
ჩატარების მიზნით, კენჭისყრის დღეს ტესტირებას საარჩევნო
ადმინისტრაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან
თანამშრომლობით უზრუნველყოფს.