არჩევნები 2021
„ლელომ“ ბორჯომში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა
პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ლელო
საქართველოსთვის“ ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები
წარადგინა.
პარტიის სახელით ქალაქის ორივე ოლქში
გამარჯვებისთვის იბრძოლებენ ელდარ გელაშვილი და იზოლდა ლომიძე.
ადგილობრივ მოსახლეობას ისინი პარტიის ლიდერმა კახა კოჟორიძემ
წარუდგინა.
ელდარ გელაშვილი პოლიტიკაში პირველად მოდის. კვალიფიკაციით არის
იურისტი, უფლებადამცველი. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის
დამფუძნებელი წევრი, ადვოკატი. მან ბორჯომში ადგილობრივებს
მიმართა:
„2 ოტომბერს, თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება ასევე
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით, რათა
საქართველოში განხორციელდეს ძირეული და პოზიტიური ცვლილებები. ჩემი
პრიორიტეტი ბორჯომის ახალგაზრდობისათვის ხელშეწყობაში იქნება
განათლება. ვიბრძოლებ იმისათვის, რომ კვლავ აღდგეს ბორჯომში
სასწავლებელი- ცენტრი/აკადემია ან მინიმუმ კოლეჯი, რომელიც მოამზადებს
კვალიფიციურ სპეციალისტებს და გარანტიით დასაქმდებიან ამავე ქალაქში,
რომლითაც შემცირდება ასევე არსებული დასაქმების უმნიშვნელოვანესი და
აღიარებული პრობლება; ვიზრუნებ ამისათვის მოვიწვიოთ გამოცდილი და
ახალი თაობის სპეციალიტები, რომელთაც ასევე ექნებათ მოტივაცია
იცხოვრონ სუფთა და გამწვანებულ ქალაქში. დღევალდელი პანდემიის
პირობებში დიდი პრიორიტეტი მიენიჭება ასევე გამწვანებას, ბუნების
აღდგენა-შენარჩუნებას და არა განადგურებას. მიღებული ახალი
კანონმდებლობის ამოქმედებისთანავე, რაც გულისხმობს ადგილობრივი
თვითმართველობისათვის, როგორც ქონების , ასევე ფინანსური აქტივების
დეცენტრალიზაციას დავსვამ დღის წესრიგში ასევე მინიმუმ ერთი
მუნიციპალური დანიშნულების მომგებიანი საწარმოს ან ქარხნის ან
სასტუმროს არსებობას ჩვენს ქალაქში, რომელიც მოუტანს შემოსავალს
მუნიციპალიტეტს და რაც მოხმარდება უშუალო მოსახლეობას. აუცილებლად
ვიქნები ადამიანთა უფლებების დაცვის სადარაჯოზე, რათა ყველა
განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირს ჰქონდეს ღირსეული სოციალური და
სამუშაო პირობები“- განაცხადა ელდარ გელაშვილმა.
იზოლდა ლომიძეს პედაგოგად მუშაობის
გამოცდილება აქვს. ის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე
ბორჯომი-ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად იყრიდა კენჭს.
ამჯერად კი ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატობა სურს.
„ჩემო ბორჯომელებო,მინდა მოგმართოთ,2 ოქტომბერს არ დარჩეთ
სახლში.ყველამ მოვიხადოთ ჩვენი მოქალაქეობრივი მოვალეობა და მივიდეთ
საარჩევნო ყუთებთან.ამ დღეს უარი ვუთხრათ დაუფლებულ უიმედობას.არ
ჩაიქნიოთ ხელი და არ მინდა თქვათ: - მაინც არაფერი გვეშველება. მე
მჯერავს კოალიციური მთვარობა დაძლევს ამ უიმედო მდგომარეობას და
ქვეყანას ამოიყვანს სიღარიბე-სიდუხჭირისგან. ლელომ ჩემი სახით შარშან
და ახლა უკვე წელს შემოგთავაზათ ხალხის წიაღიდან გამოსული,სუფთა
ხელებით მოსული,არა პოლიტიკური წარსულის მქონე ადამიანი. გადავწყვიტე
ჩემი დარჩენილი ძალები მომემართა თქვენსკენ ჩემო ბორჯომელებო.მენდეთ,
კოალიციური მთავრობის მოსვლის შემთხვევაში ვიქნები თქვენი
მსმენელი,თქვენი ყველა პრობლემის, ტკივილის თუ სიხარულის გამზიარებელი
და თქვენი ხმის გამხმოვანებელი ქალაქის საკრებულოში“ -
მიმართა ადგილობრივებს იზოლდა ლომიძემ.
პოლიტიკურ გაერთიანებას „ლელო საქართველოსთვის“ ბორჯომში მერობის და
სოფლებში მაჟორიტარობის კანდიდატები არ ჰყავს. პარტიას დეპუტატობის
კანდიდატები ქალაქის ორ მაჟორიტარულ ოლქში ჰყავს. მათი პროპორციული
სია 27 წევრისგან შედგება.
ამავე თემაზე:
"ლელო საქართველოსთვის" საარჩევნო სია და
მაჟორიტარობის კანდიდატები ბორჯომში;
"ვპირდები ამომრჩეველს, ჩავაბარებ კვარტალურ
და ყოველწლიურ ანგარიშს" - ელდარ
გელაშვილი
გააზიარეთ :