არჩევნები 2021
"ევროპული საქართველო" ბორჯომში ორმა წევრმა დატოვა
ბორჯომში "ევროპული საქართველოს"
რიგები პროპორციული სიის ორმა წევრმა დატოვა.
ინფორმაციას ამის შესახებ
ტელეკომპანია "ბორჯომთან" საუბრისას ადასტურებს პარტიის ბორჯომის
ორგანიზაციის თავმჯდომარე. ბაქარ შირაძე ვარაუდობს, რომ მისმა
თანაგუნდელებმა პარტია მუქარის და დაშინების გამო დატოვეს.
"პირადად ჩემთვის არაფერი უთქვამთ, უბრალოდ დატოვეს
პარტია. ვვარაუდობ, რომ პროპორციული სიის წევრებმა ჩვენი პარტია,
"ქართული ოცნების" მხრიდან დაშინების და მუქარის გამო დატოვეს. ახლა
ვიწყებთ წინასაარჩევნო კამპანიას და უკვე შეინიშნება ადამიანების
მხრიდან ოპოზიციური პარტიების დატოვების ფაქტები. ჩევნთან, პარტიაში
კონფლიქტი ან უთანხმოება არ ყოფილა, შესაბამისად ეჭვი მაქვს, რომ
დაშინების გამო თქვეს უარი მათ პროპორციული სიის წევრობაზე. სხვა
დეტალები ჩემთვის ჯერ-ჯერობით უცნობია. ვაპირებ მათთან კომუნიკაციით
უფრო მეტი დეტალის გარკვევას" - აცხადებს ბაქარ
შირაძე.
შეგახსენებთ, "ევროპული საქართველოს" პარტიული სია 29 წევრისგან შედგებოდა და ახლა პროპორციულ სიაში
27 წევრი რჩება. პარტიას მაჟორიტარი დეპუტატობის სამი კანდიდატი
ჰყავს.
ამავე თემაზე:
„ევროპული
საქართველოს“ საარჩევნო სია და მაჟორიტარობის კანდიდატები
ბორჯომში
გააზიარეთ :