არჩევნებში მონაწილეობის სურვილი ბორჯომში 15-მა პოლიტიკურმა სუბიექტმა გამოთქვა
2021 წლის ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, ბორჯომში
სურვილი 15-მა რეგისტრირებულმა პოლიტიკურმა სუბიექტმა
გამოთქვა.
№36 საოლქო საარჩევნო კომისიას
რეგისტრაციისთვის უკვე მიმართეს. შვიდი პოლიტიკური პარტიის განაცხადი
უკვე დარეგისტრირებულია.
საარჩევნო ადმინისტრაციამ უკვე დაარეგისტრირა შემდეგი პოლიტიკური
სუბიექტები:
№ 3 "ვადამდელი არჩევნები - ერთიანი საქართველო -
დემოკრატიული მოძრაობა"
№ 5 "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"
№6 "ევროპელი დემოკრატები"
№8 "დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა
ალიანსი"
№10 "შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია"
№41 "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო"
№49 "რეფორმატორები".
არჩევნებში დარეგისტრირების მოლოდინშია შემდეგი რვა პოლიტიკური
სუბიექტი:
№1 "მესამე ძალა"
№2 "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის"
№9 "ლელო"
№12 "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება კანონი და სამართალი"
№25 "გახარია საქართველოსთვის"
№36 "გირჩი"
№37 "თავისუფალი საქართველო (ზაზა ხატიაშვილი, კახა კუკავა, გრიგოლ
ჯოჯუა)
№45 "ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი - მეტი თავისუფლება"
2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მერობის
მსურველი ორი კანდიდატი დარეგისტრირდა. "ქართული ოცნების" სახელით
კენჭს იყრის ოთარ არბოლიშვილი. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" კი
მერის სავარძლის მოსაპოვებლად იბრძოლებს გივი ჯოლბორდი.
მერობის კანდიდატები სხვა პოლიტიკურ პარტიებს არ ჰყავთ. ამას გარდა,
პოლიტიკურმა სუბიექტებმა პროპორციული და მაჟორიტარული სიის
კანდიდატები დაარეგისტრირეს.