არჩევნები 2021
მოსყიდვა, ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება - წინასაარჩევნო დარღვევები
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” მიერ მომზადებული, წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის შუალედური ანგარიშის მიხედვით, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის/მუქარის/ხელის შეშლის - 11, ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების - 13, სოციალური ქსელით აგიტაციის - 6, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის - 4, მოქმედი თანამდებობის პირების კამპანიის - 8 ფაქტი გამოვლინდა.

ISFED-ის ინფორმაციით, ასევე გამოვლინდა მმართველი პარტიის მიერ, „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლებისთვის დაკვირვებაში ხელშეშლის ტენდენცია მთელი საქართველოს მასშტაბით. ასევე, გამოიკვეთა, საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული პირების „ქართული ოცნების“ კამპანიაში ჩართვის პირაპირ ან/და ირიბად იძულების შემთხვევები.

ანგარიშის მიხედვით, მონიტორინგის პერიოდში დაკომპლექტდა საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები.

"დადებით შეფასებას იმსახურებს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრობის მსურველთათვის გასაუბრების ჩატარება და ამის პირდაპირ ეთერში გადაცემა, თუმცა კანდიდატების ნაწილის გასაუბრების ტრანსლაციაზე უარმა, უთანასწორო პირობები შექმნა. აღსანიშნავია, რომ ყველა ჯერზე ვერ მოხერხდა საარჩევნო კომისიის წევრთა მაღალი კვორუმით არჩევა, რასაც დიდი მნიშვნელობა ექნებოდა ადმინისტრაციისადმი ნდობის ამაღლების თვალსაზრისით. მაგალითად, საოლქო კომისიის წევრთა 55% დაბალი კვორუმით აირჩა. საუბნო კომისიის წევრთა შემთხვევაში, აირჩიეს რამდენიმე პირი, რომელთაც წინა არჩევნებზე დისციპლინური პასუხისმგებლობა ჰქონდათ დაკისრებული. გამოვლინდა შემთხვევები, როცა საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს წინასწარ ჰქონდა მომზადებული იმ კანდიდატთა სია, ვისთვისაც მხარი უნდა დაეჭირა. საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესში, უმრავლეს შემთხვევაში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“ და „ლელოს“ მიერ დანიშნული საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები არ მონაწილეობდნენ.

საარჩევნო რეფორმით გათვალისწინებულ სიახლეს წარმოადგენს საკონსულტაციო საბჭოს შექმნა, რომელიც საანგარიშო პერიოდში დაკომპლექტდა. საბჭოს სარეკომენდაციო რჩევების გაცემის ფუნქცია აქვს, საჩივრების განხილვის პროცესთან დაკავშირებით. „სამართლიანმა არჩევნებმა“, რომელიც მიწვეული იყო საბჭოს წევრთა შესარჩევ ჯგუფში, დატოვა ის, გადაწყვეტილების მიღების კონსენსუსზე დაფუძნებული წესის ცვლილებისა და, ასევე, ჯგუფის წევრთა ნაწილის არასანდო რეპუტაციის და მიკერძოების გამო“, - ნათქვამია ორგანიზაციის შუალედურ ანგარიშში.
Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.