ახალი ამბები
„ჩვენი გეგმები დარჩენილ 8 თვეში ემსახურება ოქტომბრის არჩევნების მოგებას“-დავით ბაქრაძე
„ევროპული საქართველოს" ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ოპოზიციის გეგმებზე საუბრისას განაცხადა:
„მთელი ჩვენი გეგმები ამ დარჩენილ 8 თვეში ემსახურება ამოცანას - ოქტომბრის არჩევნების მოგებას. შესაბამისად, ჩვენ გაწერილი გვაქვს აქტივობები, უახლოეს პერიოდში საზოგადობა ნახავს და მათთან ერთად პარლამენტის წინ ძალიან მწვავე საპროტესტო აქციები გვექნება. ასევე გვექნება გასვლები რეგიონებში და მათ შორის ხალხთან შეხვედრაც, აქციებიც რეგიონში. პირველი დიდი აქცია, რომელიც ამ 8- თვიან გაწერილ პროცესში იქნება, 4 აპრილის აქციაა, სადაც ძალიან ბევრ ადამიანს ველით. ოპოზიცია საზოგადოებას გააცნობს კონკრეტულ ნაბიჯებსა და გეგმას, რას გავაკეთებთ შემდეგი დარჩენილი თვეების განმავლობაში და გააცნობს უკვე შეთანხმებულ კანდიდატებს, იმ ადამიანებს, ვინც ოპოზიციის სახელით იბრძოლებს და წელს „ქართულ ოცნებას“ აუცილებლად დაამარცხებს“, - აღნიშნა ბაქრაძემ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.