"მმართველ გუნდს გამარჯვება ყველამ უნდა მივულოცოთ," - მეუფე იოანე
"მმართველ გუნდს გამარჯვება ყველამ
უნდა მივულოცოთ," - ასე გამოეხმაურა ქუთაის-გაენათის მიტროპოლიტი
მეუფე იოანე გამრეკელი არჩევნების დასრულებას.
მიტროპოლიტი ამბობს, რომ, არჩევნებს
ქართველებთან ერთად უცხოელებიც ესწრებოდნენ და მათ უნდა თქვან, როგორ
ჩატარდა. მეუფის თქმით "ხმებით თამაში ყოველთვის იყო".
"არჩევნებს ქართველებთან ერთად უცხოელებიც ესწრებოდნენ და იმათმა უნდა
თქვან როგორ ჩატარდა არჩევნები. მე ვიყავი არჩევნებზე და ხმა მივეცი.
საერთოდ ერეკლედან დაწყებული, ვინც ათენში მამამთავარი იყო
დემოკრატიის ყოველთვის ხდებოდა თამაში ხმებით. მმართველ გუნდს
გამარჯვება ყველამ უნდა მივულოცოთ, რათა ქვეყანაში მშვიდობა იყოს.
ამერიკაში ტრამპიც იძახის გაყალბდაო, მაგრამ დაამტკიცოს," -
თქვა მეუფე იოანემ.