არჩვნები 2020
ხმების მოპარვას არავინ დათმობს - მამუკა ხაზარაძე
მე აქ პარტიას არ მოვუყვანივარ, მე
ჩემმა მოქალაქეობრივმა მრწამსმა და სიმართლისადმი ბრძოლამ მომიყვანა,
- განაცხადა პარლამენტთან სიტყვით გამოსვლისას "ლელო საქართველოსთვის"
ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ
როგორც ის განმარტავს, ხმების მოპარვას არავინ დათმობს.
"ოცნებამ" და ბიძინა
ივანიშვილმა ეს ქვეყანა შუაზე გაყო, ჩვენი ერი დააპირისპირა და ამას
საფუძველს უკვე ბოლო 8 წელიწადია ნაბიჯ-ნაბიჯ უყრის. მან თავისი
უსაფრთხოების გამო, ქვეყნის უსაფრთხოება დააყენა საშიშროების წინაშე
და მოკლა ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი - ანაკლია, რომელიც იქნებოდა
ჩვენი ქვეყნის შემოტრიალების წერტილი ეკონომიკურად, აფახაზებთან
სალაპარაკოდ, საქართველოში ნამდვილი დროშის ჩასარჭობად, რომ
რეგიონალური ლიდერები გავხმდარიყავით. მან იმისათვის, რომ თავისი
უსაფრთხოება გადაერჩინა, მიისაკუთრა სასამართლო, მიისაკუთრა იმ
ოდიოზური მოსამართლეებით, იმ ოდიოზური პროკურორებით, რომლებიც 2 კმ-ში
არ უნდა იყვნენ სასამართლოს შენობასთან გაკარებულები. მან ეს ქვეყანა
ნაბიჯ-ნაბიჯ მიიყვანა სიღატაკემდე და ხალხს პირდაპირ უთხრა
დაუფარავად, ცინიკურად - წადით ამ ქვეყნიდან, აქ სამუშაო ადგილი არ
შეიქმნება, წადი სხვაგან იმუშავეო. მან 31ოქტომბრის არჩევნებით,
ყველაზე დიდი რამ ადამიანისთვის - ხმა მოპარა ქართველ ხალხს, ხმა,
რომელიც ღმერთის მიერ არის ბოძებული თითოეული ჩვენგანისთვის. ", -
განაცხადა ხაზარაძემ.
გააზიარეთ :