არჩვნები 2020
სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან - გრიგოლ ვაშაძე
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის
ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე, პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს, მოლაპარაკებების
მაგიდასთან განიხილონ მიმდინარე პოლიტიკური საკითხები.
გრიგოლ ვაშაძე თვლის, რომ უნდა გადადგეს ცესკოს თავმჯდომარე.
თავის მიმართვაში, ვაშაძე ასევე ინიციაიტივით გამოდის, მომავალ
პარალამენტში შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც ამ არჩევნებზე
მომხდარ დარღვევებს შეისწავლის.
"საქართველო ძალზედ სახიფათო მდგომარეობაში იმყოფება - სახეზეა ოთხი
უმძიმესი გამოწვევა - ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური და
დემოგრაფიული. ამას ემატება კორონავირუსის კონტროლიდან გასული მსოფლიო
ეპიდემია.
ამავე დროს, უკიდურესად გამწვავებულია სამხედრო-პოლიტიკური სიტუაცია
ჩვენს რეგიონში.
საქართველოში კი ეროვნული კონსოლიდაცის ნაცვლად საქმე გვაქვს
პოლიტიკური პროცესის უკიდურეს გამწვავებასთან, რომელსაც შიშის
მომგვრელი სისწრაფით მივყავართ სამოქალაქო დაპირისპირებისა და
ქაოსისკენ.
თუ საქართველოს პოლიტიკური სპექტრი არ გააცნობიერებს არსებული
საფრთხეების სიღრმეს, იმას, თუ საით მიექანება ჩვენი სახელმწიფო, არ
გაითვალისწინებს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის დაკვეთას, არ
მიაქცევს ყურადღებას არასამთავრობო სექტორის რჩევებს, და იმას თუ რას
გვთავაზობენ ჩვენი მოკავშირეები თავისი დიპლომატიური წარმომადგენლობის
მეშვეობით, ანუ აუცილებელი ცვლილებების უზრუნველყოფას დემოკრატიული
პროცესის მშვიდობიანი განვითარების გზით, ჩვენ დავკარგავთ სახელმწიფოს
სტაბილური და უსაფრთხო განვითარების გზაზე გაყვანის შანსს.
მივმართავ ყველა პოლიტიკურ პარტიას: სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი
მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის
საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოვუხმოთ
სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად.
ამისათვის კი აუცილებლად მიმაჩნია, რომ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან
ერთად ბოლომდე მივიყვანოთ სადაო უბნების გადათვლისა და სასამართლოების
მიერ ოპოზიციის საჩივრების განხილვის პროცესი, რაც მოგვცემს
საშუალებას დავასრულოთ ეს პოლიტიკური კრიზისი ოპოზიციის
წარმომადგენლების სამართლიანი გამარჯვებით და პარლამენტში
უმრავლესობის მოპოვებით.” - აცხადებს გრიგოლ ვაშაძე .
გააზიარეთ :