არჩვნები 2020
შეგვიძლია თამამად მივიდეთ არჩევნებზე - ჯანდაცვის მინისტრი
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, არჩევნები არის
ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელზეც ყველა მოქალაქე ყველანაირი
ნორმის დაცვით აუცილებლად უნდა მივიდეს. საარჩევნო უბნებზე ყველა წესი
დაცული იქნება,
„დღეის მდგომარეობით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის ის, რომ
ყველა ჩვენმა მოქალაქემ, ყველანაირი ნორმის დაცვით, მიიღოს
გადაწყვეტილება და აუცილებლად მივიდეს არჩევნებზე, ვინაიდან ეს არის
ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა დღესდღეობით საქართველოსთვის. რაც
შეეხება იმ მომენტს, თუ რა ღონისძიებებია გატარებული ჩვენი
მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით, რამდენიმე თვეა ცესკო-სთან ერთად
ჯანდაცვის სამინისტრო, ეპიდემიოლოგები და შრომითი უსაფრთხოების
სამსახური დეტალურად მუშაობდნენ, თუ როგორი უნდა ყოფილიყო გარემო,
სადაც ყველა ჩვენს მოქალაქეს საშუალება ექნებოდა გაეკეთებინა თავისი
თავისუფალი არჩევანი უსაფრთხო პირობებში. ყველა ნორმა არის დაცული და
შეგვიძლია თამამად მივიდეთ, ნებისმიერი ასაკის მოქალაქე და გავაკეთოთ
ჩვენი არჩევანი, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის სტაბილურობას და
დემოკრატიულ განვითარებას“, - განაცხადა ტიკარაძემ.
გააზიარეთ :