არჩვნები 2020
ეს არჩევანი იქნება თავისუფალი და ხალხის ნება სრული სიზუსტით აისახება არჩევნების შედეგებში - ბიძინა ივანიშვილი
"ქართული ოცნების" სახელით გაძლევთ გარანტიას,
რომ ეს არჩევანი იქნება თავისუფალი და ხალხის ნება სრული სიზუსტით
აისახება არჩევნების შედეგებში, - ამის შესახებ პარტია "ქართული
ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ვიდეომიმართვაში
აცხადებს.
მისივე თქმით, ქართული სახელმწიფო არ დაუშვებს, რომ მცირედით მაინც
გამრუდდეს ხალხის არჩევანი.
"დღეს იწურება მანდატი, რომელიც ქართველმა ხალხმა 4 წლის წინ მოგვცა,
როდესაც "ქართულ ოცნებას" მეორე ვადით ანდო ქვეყნის ბედი და მისი
განვითარების პერსპექტივა. როგორც მმართველი პოლიტიკური ძალის
ლიდერმა, პირველ რიგში, გულითადი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამ
ნდობისთვის. ხელისუფლების წყარო ხალხია და მხოლოდ ის წყვეტს, ვინ უნდა
გაუძღვეს ქვეყანას. ასე მუშაობს დემოკრატია და მე ამაყი ვარ, რომ
დღეს, ქართველ ხალხს კლავ მყარად უპყრია ხელთ ეს უზენაესი უფლება,
რომელიც 2012 წლამდე მიტაცებული ჰქონდა უზურპატორს. მერწმუნეთ,
დემოკრატიული ტრადიციის დამკვიდრება და მისი შეუქცევადობა, პირადად
ჩემთვის, ყველაზე ღირებულია იმ მიღწევათა შორის, რომელიც "ქართული
ოცნების" მმართველობას და მის წარმატებებს უკავშირდება. ხვალ, ჩვენი
ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი გადამწყვეტი დღეა. ხვალ, ყველა
ჩვენთაგანმა კიდევ ერთხელ უნდა გავაკეთოთ არჩევანი საკუთარი რწმენის,
ღირებულებების, სინდისისა და ინტერესების გათვალისწინებით და მე
"ქართული ოცნების" სახელით გაძლევთ გარანტიას, რომ ეს არჩევანი იქნება
თავისუფალი და ხალხის ნება სრული სიზუსტით აისახება არჩევნების
შედეგებში - ქართული სახელმწიფო არ დაუშვებს, რომ მცირედით მაინც
გამრუდდეს ხალხის არჩევანი", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
გააზიარეთ :