არჩვნები 2020
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” 61 საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმები გაასაჩივრა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა -
საქართველომ” მთელი ქვეყნის მასშტაბით 61 საარჩევნო
უბნის შემაჯამებელი ოქმები გაასაჩივრა.
ამის შესახებ ინფორმაციას
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ავრცელებს.
„ 60 უბანში შემაჯამებელი ოქმების ბათილობა და ხმების ხელახლა დათვლა
მოვითხოვეთ, რადგან ოქმებში დარღვეულია ბალანსი საარჩევნო ყუთში
მოხვედრილ, გაბათილებულ ბიულეტენებსა და არჩევნებზე მისულ
ამომრჩევლებს შორის;
მარნეულის #13.22.65 უბანში კი შედეგის გაბათილება მოვითხოვეთ, რადგან
ჩვენი დამკვირვებლის მიერ გადაღებული ვიდეომტკიცებულებით
(bit.ly/2TIpW5E) დასტურდება გაყალბების, კერძოდ კი ერთი და იგივე
პირის მიერ ხმის არაერთგზის მიცემის ფაქტი - ამ ფაქტთან დაკავშირებით
ორგანიზაცია ასევე გეგმავს გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას
მიმართოს.
ორგანიზაციამ ორი დღის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით სულ 2 500-მდე
უბნის პროპორციული ოქმების შედეგები შეამოწმა, მათ შორისაა თბილისის
ყველა და რეგიონების ყოველი მეორე საარჩევნო უბანი.
შესაბამისი საჩივრები 2 ნოემბერს, გასაჩივრების ვადების დაცვით 19-ვე
საოლქო კომისიას
ჩაბარდა“,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
საოლქო საარჩევნო კომისიებმა საჩივრები 2 კალენდარული დღის ვადაში
უნდა განიხილონ. მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება სასამართლოში
გასაჩივრდეს.
გააზიარეთ :