არჩვნები 2020
თუ ოპოზიცია არ შევა პარლამენტში, „გირჩიც“ არ შევა- ზურაბ ჯაფარიძე
„გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ
სამოქმედო გეგმაზე ოპოზიციის შიგნით არის სალაპარაკო მისივე თქმით, თუ
ოპოზიცია არ შევა პარლამენტში, „გირჩიც“ არ შევა, შესაბამისად, მეორე
ტურშიც არ მიიღებენ მონაწილეობას.
„ქუჩაში პროცესები არის კარგი, ეს არის პოლიტიკური წნეხი
ხელისუფლებაზე, რომ აღიარონ, ჩაიდინეს დანაშაული. საბოლოო მიზანი არის
ვადამდელი არჩევნების მიღება.
სრულად ვუერთდები ნებისმიერ მსვლელობას, მათ შორის სისხლის
სამართლებრივ პროცესებს, რომ დამნაშავეები დაისაჯონ. მასშტაბური იყო
დარღვევები, იყო მოსყიდვა და დაშინებაც",- განაცხადა ჯაფარიძემ და
აღნიშნა, რომ სამოქმედო გეგმაზე ოპოზიციის შიგნით არის
სალაპარაკო.
ამასთან, მისივე თქმით, ეუთო/ოდირის წარმომადგენლებთან დღევანდელ
შეხვედრაზე კონკრეტული დარღვევების შესახებ ისაუბრებს.
„ჩვენი მიზანია ეუთო/ოდირი დავარწმუნოთ, რომ ეს ცესკოს მიერ
გამოქვეყნებული შედეგები არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. მე მაქვს
კონკრეტული „ქეისი“, როგორ გააყალბა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ
შედეგები. დიდუბე-ჩუღურეთში მე დამაკლდა 100 ხმა და ანა დოლიძეს
მოუმატეს 2057 ხმა, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ჩამოკლებული“, -
განაცხადა ჯაფარიძემ.
ამ წუთებში ოპოზიციისა და ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს შორის „შერატონ
მეტეხი პალასში" შეხვედრა იმართება. როგორც ოპოზიციის
წარმომადგენლებმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადეს, ისინი ეუთო/ოდირს
იმ დარღვევებს გააცნობენ, რასაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე
ჰქონდა ადგილი.
გააზიარეთ :