არჩვნები 2020
ევროპარლამენტარები - ყველა შესაძლო საჩივარი და პრეტენზია სამართლიანად, გამჭვირვალედ და ზედმიწევნით უნდა იქნას განხილული
გვსურს, მივულოცოთ ევროკავშირის საკვანძო პარტნიორს, საქართველოს, რთული ეპიდემიოლოგიური კონტექსტის მიუხედავად, არჩევნების პირველი ტურის წარმატებულად ორგანიზება, აღნიშნულია ევროპარლამენტარების ერთობლივ კომუნიკეში, რომელსაც ხელს დევიდ მაკალისტერი, მარინა კალიულარდი, სვენ მიქსერი და ვიოლა ფონ კრამონი აწერენ.

ევროპარლამენტარები განცხადებაში აღნიშნავენ, ევროპარლამენტმა პანდემიის გამო არჩევნებზე დაკვირვება ვერ შეძლო, თუმცა ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიას "ევროპული დიპლომატიური ზედამხედველობის" 70 გუნდი თბილისში ევროკავშირის დელეგაციის ინიციატივით შეუერთდა.

"ჩვენ ყურადვიღებთ, რომ არჩევნები შეფასდა კონკურენტულად და მთლიანობაში თავისუფლებები დაცული იყო, იმის მიუხედავად, რომ არსებობდა ამომრჩეველზე ზეწოლის სამწუხარო ფაქტები და სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის არსებული ბუნდოვანი ზღვარი წინა საარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს", - ნათქვამია კომუნიკეში.
ევროპის პარლამენტის წევრები ასევე დასძენენ, რომ კანდიდატებს შესაძლებლობა ჰქონდათ თავისუფლად ეწარმოებინათ საარჩევნო კამპანია, სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობა და ინტერესი კი ამ არჩევნების პოზიტიურირი ნაწილი იყო. ამას გარდა, ევროპარლამენტარები აგრეთვე აცხადებენ, რომ მედია და პოლიტიკური ლანდშაფტი ქვეყანაში ისევ პოლარიზებული რჩება.
"დღეს, პირველი ტურის შემდეგ, ჩვენ მხარეებს სიმშვიდისკენ მოვუწოდებთ. ყველა შესაძლო საჩივარი და პრეტენზია, რომელიც დეტალებით იქნება გამყარებული, სამართლიანად, გამჭვირვალედ და ზედმიწევნით უნდა იქნას განხილული.
ევროპარლამენტი ყურადღებით დააკვირდება მოვლენების შემდგომ განვითარებას საარჩევნო პერიოდის დასრულებამდე, არჩევნების მეორე ტურის ჩათვლით", - აღნიშნულია კომუნიკეში.


Print E-mail
FaceBook Twitter
კვირის პოპულარული სიახლე
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.