არჩვნები 2020
ბოლნისში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" 21 აგიტატორი ,,ქართულ ოცნებაში" გადავიდა
ბოლნისში პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 21-მა აგიტატორმა დატოვა. როგორც პარტიის წევრები აცხადებენ, ისინი მხარს "ქართულ ოცნებას" და მათ მაჟორიტარობის კანდიდატს გოგი მეშველიანს უჭერენ.
როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრმა ახვერდი ბადალოვმა განაცხადა, მათთვის ცნობილი გახდა, რომ თუკი, არჩევნები პარტიისთვის სასურველი შედეგით არ დასრულდება, ისინი არეულობას მოაწყობენ.

"ჩვენ წინასაარჩევნოდ აქტიურად ვიყავით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პარტიულ საქმიანობაში ჩაბმული, რის შედეგადაც ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ თუ "ნაციონალური მოძრაობისთვის" არჩევნების შედეგი არ იქნება სასურველი, მოაწყობენ არეულობას, პროვოკაციებს, მასშტაბურ აქციებს. იგეგმება ყველა უბანზე შეჭრა და არჩევნების ჩაშლა. როგორც ვიცით, აპირებენ ფიზიკურ დაპირისპირებას და იმ ადამიანებზე ზეწოლას, ვინც მათ ნება-სურვილს არ დაემორჩილება. ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას, დესტაბილიზაციას, გვინდა მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრება, სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება დავტოვოთ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რიგები და მხარი დავუჭიროთ "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს გოგი მეშველიანს",- განაცხადა ბადალოვმა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.