არჩვნები 2020
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატიმა გოდერძი კუბლაშვილმა კანდიდატურა მოხსნა
"თავისუფალი საქართველოს" მაჟორიტარი
დეპუტატობის კანდიდატიმა №17 სამცხის ოლქში გოდერძი კუბლაშვილმა
კანდიდატურა მოხსნა. ამის შესახებ მან ახალციხის დემოკრატიული
ჩართულობის ცენტრში ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, პარტიიდან ფინანსური
მხარდაჭერა არ ჰქონდა. გარდა ამისა, ორგანიზაციული ნაწილიც არ იყო
გამართული.
"დავიწყებ პოლიტიკური ნაწილით, ჩემთვის გაურკვეველია პარტიის
ორიენტირი. მიუღებელია შუაშისტობა და პატივცემული ივანიშვილის თუ
კობახიძის თამაშებში მონაწილეობა.
ასევე, რაც პროგრამაში ეწერა პარტიას, რომ მიყვებოდა ილიას, მერაბის,
ზვიადის გზას, მე პრაქტიკულად ვერ ვხედავ, რომ ამ იდეას და ამ გზას
მიჰყვება პარტია. ამიტომ ეს არის პოლიტიკური ნაწილი რაც ჩემში
პროტესტს იწვევს და ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება" - განაცხადა
გოდერძი კუბლაშვილმა.
გოდერძი კუბლაშვილმა მხარდამჭერებს მოუწოდა, რომ არჩევნებში მხარი
"ტრიბუნას" კანდიდატს გელა კვარაცხელიას დაუჭირონ.
გააზიარეთ :