არჩვნები 2020
„ქართულმა ოცნებამ" სამართლიანობა ვერ აღადგინდა - გედევან ფოფხაძე
ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი
დეპუტატის, გედევან ფოფხაძის განცხადებით,
"ქართულმა ოცნებამ" სამართლიანობა ვერ აღადგინდა და იმ ადამიანების
მხოლოდ 2% დააკმაყოფილა, ვისაც 2012 წლამდე ქონება უკანონოდ
ჩამოართვეს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
"ჩვენ პროკურატურას ოფიციალურად ვკითხეთ, მოეწოდებინა ინფორმაცია,
უკანონოდ ჩამორთმეული ქონების თაობაზე. უწყებას 2012 წლიდან რამდენმა
ადამიანმა მიმართა, მათგან რამდენს დაუკმაყოფილდა მოთხოვდა და რა იყო
რეაგირება. ჩვენ პროკურატურისგან მივიღეთ პასუხი არა 2012 წლიდან,
არამედ 2015 წლიდან შესული განცხადებების თაობაზე. არადა ჩვენთვის
ცნობილია, რომ ყველაზე მეტი განცხადება სწორედ 2012 წლიდან- 2015
წლამდე შევიდა.
თითქმის, 15 ათასი განცხადებაა შესული. პროკურატურის პასუხიდან
ირკვევა, რომ 2015 წლიდან 10 ათასამდე განცხადებაა შესული. ჩვენი
მონაცემებითა და ამ წერილით შეიძლება ვისაუბროთ 25 ათას განცხადებაზე,
რის საშუალებითაც საქართველოს მოქალაქეებმა ხელისუფლებას
დახმარებისთვის მიმართეს. უწყების ცნობით, რეალურად 497 შემთხვევაზე
მოხდა რეაგირება, 379 ადამიანი კი დაზარალებულად აღიარეს. ეს არის 2%
-ზე ნაკლები იმ განცხადებებიდან, 25 ათასი ადამიანიდან. ანუ 24500
ადამიანი აღმოჩნდა სახელმწიფოს მხრიდან იგნორირებული და უყუადღებოდ
დატოვებული. ეს წერილი არის დასტური, რატომ უნდა ჩამოაშოროს ხალხმა
"ქართული ოცნება" ხელისუფლებას", - განაცხადა გედევან
ფოფხაძემ.
გააზიარეთ :