არჩვნები 2020
არჩევნებისთვის ცესკო-ში პარტიული სია 52-მა საარჩევნო სუბიექტმა წარადგინა
31 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებული 58 საარჩევნო სუბიექტიდან პარტიული სია ცესკოს თავმჯდომარეს წარუდგინა 52-მა საარჩევნო სუბიექტმა. მათგან 2 არის საარჩევნო ბლოკი, ხოლო 50 - პოლიტიკური პარტია, - ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საარჩევნო სუბიექტებს, რომლებმაც დღეს 18:00 საათამდე არ წარმოადგინეს პარტიული სია, კანონმდებლობის შესაბამისად, გაუუქმდებათ საარჩევნო რეგისტრაცია - ესენი არიან: „ქართველ ნაციონალისტთა ერთობა“, „ტრიბუნა“, „საქართველოს ევროატლანტიკური გზა“, „იბერიელთა ერთობა“, „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ და „საქართველოს პენსიონერთა უფლებების დაცვის კავშირი“.

„პარტიული სიების შემოტანის შემდეგ იწყება პარტიული სიების შემოწმების პროცესი, ცესკოს შესაბამისი სამსახური შეამოწმებს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და ცესკოს თავმჯდომარეს წარუდგენს დასკვნას არაუგვიანეს 5 ოქტომბრისა. თუ პარტიული სია შეესაბამება კანონმდებლობას, ცესკოს თავმჯდომარე არაუგვიანეს 6 ოქტომბრისა გაატარებს სიას რეგისტრაციაში, ხოლო ხარვეზის დადგენის შემთხვევაში საარჩევნო სუბიექტს მიეცემა კანონით დადგენილი სამდღიანი ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად“, - განაცხადა მიქელაძემ.


Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.