არჩვნები 2020
(IRI)-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, გამოკითხულთა 36% არჩევნებზე მხარს „ქართულ ოცნებას“, 15 % კი- „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერს
"საერთაშორისო რესპუბლიკური
ინსტიტუტის" (IRI)-ს მიერ ჩატარებული
გამოკითხვის მიხედვით, გამოკითხულთა 36% არჩევნებზე მხარს „ქართულ
ოცნებას“, 15 % კი- „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერს.
კერძოდ, კითხვაზე: ამ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ვის
მისცემდით ხმას, 36%-მა „ქართული ოცნება“ დაასახელა, 15 %-მა -
„ნაციონალურ მოძრაობა“.
დანარჩენი ხმები კი ასე გადანაწილდა - „ევროპული საქართველო
-თავისუფალი დემოკრატები“ – 4%, „ახალი საქართველოსთვის -სტრატეგია
აღმაშენებელი“ – 4%, „პატრიოტთა ალიანსი“- 4%, „ლეიბორისტული პარტია“-
3%. ამომრჩეველთა 23 % კი აცხადებს, რომ არ იცის, ან პასუხი არ აქვს.
რაც შეეხება სხვა პარტიებს - „სამოქალაქო მოძრაობას“ აქვს 2%, „ლელო
საქართველოსთვის“- 2%, „გირჩი“ - 2%, „დემოკრატიული მოძრაობა -
ერთიანი საქართველო - 1%, სხვა პარტია- 2%, არცერთი- 3%.
გამოკითხვა Institute of Polling and Marketings-მა 4-დან 21 აგვისტოს
შუალედში ჩაატარა. კვლევის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით
პირისპირ ინტერვიუს გზით 1 500 მოქალაქე გამოიკითხა. კვლევა US Agency
for International Development-ის მიერაა დაფინანსებული. მისი საშუალო
ცდომილება 2.5%-ია.
გააზიარეთ :