არჩვნები 2020
გამოკითხულთა 74 % საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას „დიდი ალბათობით“ მიიღებს - IRI
IRI-მ ახალი კვლევა
გამოაქვეყნა, რომლის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 74 % 2020 წლის
საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას „დიდი ალბათობით“
მიიღებს.
კერძოდ, კითხვაზე, მიიღებს თუ არა მონაწილეობას 2020 წლის
საპარლამენტო არჩევნებში, გამოკითხულთა 74 %-მა უპასუხა, რომ „დიდი
ალბათობით მიიღებს“, 16 %-მა აღნიშნა, რომ „ნაკლები ალბათობით“, 4
%-მა განაცხადა, რომ სავარაუდოდ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს,
5%-ის თქმით, არჩევნებში მონაწილეობას დიდი ალბათობით არ მიიღებს, 2
%-მა კი არ იცის ან კითხვაზე პასუხი არ აქვს.
გამოკითხვა Institute of Polling and Marketings-მა 4-დან 21 აგვისტოს
შუალედში ჩაატარა. კვლევის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით
პირისპირ ინტერვიუს გზით 1 500 მოქალაქე გამოიკითხა. კვლევა US Agency
for International Development-ის მიერაა დაფინანსებული. მისი საშუალო
ცდომილება 2.5%-ია.
გააზიარეთ :