"ევროპული საქართველო“ ბორჯომი-ახალციხე-ადიგენი-ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ზურა ჩილინგარაშვილს დაასახელებს
"ევროპული საქართველო"
ბორჯომი-ახალციხე-ადიგენი-ასპინძა- საარჩევნო ოლქში, 2020 წლის
ოქტომბრის არჩევნებში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ზურა
ჩილინგარაშვილს დაასახელებს.
ჩილინგარაშვილი 2012-2016 წლებში პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი
ნაციონალური მოძრაობა - რეგიონები"-ს, წევრი იყო, 2008-2011 წწ.
შემოსავლების სამსახურის ახალციხის რეგიონული ცენტრის უფროსი,
2006-2008 წწ. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი; ამჯამად "ევროპული
საქართველო"-ს პოლიტსაბჭოს წევრია.