არჩვნები 2020
ჩვენ შევძლებთ უმრავლესობის ჩამოყალიბებას და მომავალ პარლამენტში მთავრობის დაკომპლექტებას, - არჩილ თალაკვაძე
საარჩევნო კამპანიის დასაწყისში,
არსებული მხარდაჭერით, ჩვენ შევძლებთ უმრავლესობის ჩამოყალიბებას და
მომავალ პარლამენტში მთავრობის დაკომპლექტებას, - ამის შესახებ
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, პარტიის მოლოდინია, რომ წარმატებული საარჩევნო
კამპანიით მხარდაჭერა მოიმატებს.
"მეორე ტური ეს არის დემოკრატიული არჩევნების ნაწილი. თუ ასეთი
საჭიროება იქნება, რა თქმა უნდა, მზად ვართ, რომ მეორე ტურში ჩვენი
კანდიდატებით დამაჯერებლად გავიმარჯვოთ. დღეს ჩვენ გვაქვს ჩვენი
საზოგადოების მხარდაჭერა და ნდობა, ამიტომ გვჯერა, რომ არჩევნებში
დამაჯერებლად გავიმარჯვებთ. რაც შეეხება რეიტინგებს, არაერთი კვლევა
არის საჯარო და არის სხვადასხვა მონაცემები. საბოლოო გადაწყვეტილება
და არჩევანი არის მოქალაქეების გასაკეთებელი და ჩვენ ახლა გეტყვით
იმას, რომ ჩავატარებთ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. გვჯერა, რომ
გავიმარჯვებთ", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ
გააზიარეთ :