არჩვნები 2020
30-მდე ოპოზიციურმა პარტიამ მემორანდუმი გააფორმა
ოპოზიციურმა პარტიაებმა მემორანდუმი გააფორმეს,
რომლის მიხედვით ოპოზიციის წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ როგორც
საკუთარ, ისე ერთმანეთის ხმებს დაიცავენ.
ოპოზიცია აცხადებს, რომ "ქართულ ოცნებასთან" რაიმე დოკუმენტის
გაფორმება ოპოზიციის მხრიდან შეუძლებელია.
დეკლარაციის მიხედვით, შექმნება ამომრჩევლების ხმების დაცვის შტაბი,
რომელსაც პაატა დავითაია უხელმძღვანელებს.
რაც შეეხება კონკრეტულ მექანიზმებს, რომელიც დეკლარაციითაა
გათვალისწინებული, როგორც ოპოზიციური პარტიების შეხვედრის შემდეგ
გახდა ცნობილი, შეიქმენება პარტიებს შორის საერთო მონაცემთა ბაზა,
სადაც აისახება არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევები, ამასთან, ძალაში
შევა საერთო საკოორდინაციო მექანიზმი, თუ როგორ რეაგირებას მოახდენენ
პარტიები დარღვევებზე. ამასთან, გაიწერა არასამთავრობოებთან და
საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის საკითხები.
30 ოპოზიციური პარტია ერთობლივ დეკლარაციაზე 18 აგვისტოს შეთანხმდა.
შეთანხმების მიზანია კოორდინირებული მუშაობა.
გააზიარეთ :